შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ ავლაბარში, მეტეხის ეკლესიის მიმდებარე ხევი და ფერდობი დაასუფთავა.
„თბილსერვის ჯგუფის“ ტექნიკური დირექტორის ლევან ნაროუშვილის ინფორმაციით დასუფთავდა მეტეხის კლდე და მიმდებარე ფერდობი, რომელიც მეტეხის ქუჩის მაცხოვრებლების მიერ იყო დაბინძურებული, აქცია პერმამენენტულ სახეს მიიღებს და მომავალშიც გაგრძელდება.
„თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა მეტეხის ქუჩის მცხოვრებლებს გააფრთხილება მისცეს, რომ დაიცვან კანონი და არ დაყარონ ნარჩენები, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონის მიხედვით დაჯარიმდებიან.
თბილისის მერმა 21 იანვრის მთავრობის სხდომაზე შპს „თბილსერვის ჯგუფს“ დაავალა დედაქალაქში არსებული ფერდობების, ხევების და სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება და მათზე კონტროლის გამკაცრება.
ავლაბარში, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული ხევი „თბილსერვის ჯგუფის“ მთასვლელმა და სპეც თანამშრომელებმა დაასუფთავეს.
მასალის გამოყენების პირობები






