თბილისში შესაძლოა პური გაძვირდეს
ბიზნესი & ეკონომიკა - 19:36, 28 Feb, 2015     2006
შესაძლოა თბილისში პური გაძვირდეს. ჯერ უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მეწარმეები მას შემდეგ, რაც ,,ყაზტრანსგაზმა“ იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას "ყაზტრანსგაზ თბილისის" ხელმძრვანელმა გია ბენაშვილმა განაცხადა, ტარიფის გადახედვა სწორედ იურიდიულ პირებს შეეხებათ და ტარიფი 75-ის ნაცვლად, 90 თეთრიი გახდება.

„ტარიფები, რომელიც დღეს მოქმედებს 2007-2008 წლებშია დადგენილი. მას შემდეგ ლარმა ცვლილებები განიცადა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ პრობლემები შიდა რეზერვით მოგვეგვარებინა და ტარიფი არ გაზრდილიყო. თუმცა კომპანიამ ოქტომბრიდან მოყოლებული ლარის კურსის ცვლილების გამო თითქმის 11 მილიონ ლარამდე დაკარგა. ჩვენ აღარ დაგვრჩა შიდა რეზერვები, რის ხარჯზეც შეიძლება ვიყიდოთ გაზი და თბილისს გაზმომარაგების პრობლემა არ ჰქონდეს", - განაცხადა ბენაშვილმა.

მისივე განმარტებით, ტარიფი მოსახლეობისთვის არ გაზირდება. იურიდიულ პირებზე ტარიფის გადახედვასთან დაკავშირებით კომპანიამ სემეკს უკვე მიმართა.

გამოიწვევს თუ არა ეს დედაქალაში პურის გაძვირებას? მეწარმეები აცხადებენ, რომ იმ ფონზე, როცა ფქვილის ფასი გაიზარდა, გაზის ტარიფის ზრდის შემთხვევაში გაუჭირდებათ პურპროდუქტებზე არსებული ფასის შენარჩუნება. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ,,სოკარმა“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაზრიდილი ტარიფი არ შეხება პურკომპინატებს, ,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით რამდენიმე რეგიონში მაინც დაიწყო პურზე ფასის მატება. მსხვილი საწარმოებიდან ამ ეტაპზე ფასის მატებას არ აპირებს ზუგდიდის ,,პურკომბინატი“ და თბილისის ლოტკინის პურის ქარხანა.

კვების ობიექტების წარმომადგენლები და მეწარმეები აცხადებენ, რომ ტარიფის გაძვირება კატასტროფაა და თბილისში პურპროდუქტებზე ფასს გაზრდის.

მეწარმეები მაინც იმედოვნებენ, რომ პრემიერ-მინისტრი პირობას შეასრულებს და მეპურეების ინტერესს დაიცავს. პურპროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე ,,რეზონანსთან“ ამბობს, რომ ფასის შენარჩუნებას მაქსიმალურად შეეცდება, თუმცა ეს ძალისხმევა შეიძლება უშედეგო აღმოჩნდეს.

ზოგიერთმა მეპურემ თავისი პროდუქცია უკვე გააძვირა, თუმცა მსხვილი საწარმოები მაქსიმალურად ცდილობენ არსებული ფასების შენარჩუნებას. "პური 10 თეთრით რომ გაძვირდება, მერე 10 თეთრს დისტრიბუცია მოუმატებს, 10-ს მაღაზია და ასე გაგრძელდება. ერთი პატარა ბიძგი და ყველაფერი აირევა. ამიტომ ვცდილობთ, სიტუაციის მიხედვით ვიმოქმედოთ. ურთულეს დროში ვმუშაობდით, როცა მეწარმეებს ძალით აკოტრებდნენ, როცა ერთი ტომარა ფქვილი 60 ლარი ღირდა, იმდროინდელი ვალი დღესაც მოგვდევს", - აღნიშნავს მალხაზ დოლიძე.

გაზის ტარიფის გაძვირებაზე ისაუბრა ენერგეტიკის მინისტრმაც. კახა კალაძის თქმით, "იმ შემთხვევაში თუ კომერციულ ობიექტებს გაზი გაუძვირდება, პურის ქარხნებზე უნდა იყოს სპეცტარიფი", - განაცხადა მინისტრმა.

"ყაზტრანსგაზის" ინფორმაციით კი, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი თუ როდიდან ამოქმედდება შეცვლილი ტარიფი. მიუხედავად კალაძის განცხადებისა, სპეცტარიფებზე გადაწყვეტილება ჯერ-ჯერობით არ არის მიღებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42