ფოთს განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება
საზოგადოება - 15:28, 28 Feb, 2015     1544
ფოთში მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა დასრულდა. ჩატარებულ სამუშაოებს დღეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ამაშუკელი, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორ გიორგი შუხოშვილთან და ქალაქის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო.

პოლიგონის ტერიტორია 55185 კვადრატულ მეტრს მოიცავს, სადაც ფოთიდან და მისი მიმდებარე სოფლებიდან, ყოველდღიურად, 100 მ³ ნარჩენი შედის. ფოთის მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ საკუთრებაში გასული წლის 26 ივნისს გადაეცა. იმ დროისთვის ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, ნარჩენების შეტანა კი არაორგანიზებულად ხდებოდა. ის ვერც ეკოლოგიურ და სანიტარულ ნორმებს აკმაყოფილებდა. მდინარე რიონი, კი რომელიც ნაგავსაყრელის ტერიტორიას ესაზღვრება, ჭარბი ატმოსფერული ნალექებისას სწრაფად დიდდება და წარმოქმნიდა მისი დატბორვის საფრთხეს. მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ სამუშაოები პოლიგონის ოპერირებაში გადაცემისთანავე დაიწყო.

პროექტის ფარგლებში პოლიგონის შიდა გზები, წყალარინების არხები და მიწის კავალიერები მოეწყო. შემოიღობა ნაგავსაყრელის ტერიტორია, ნარჩენები საიზოლაციო ფენით გადაიფარა, განთავსდა სადარაჯო ჯიხური, დამონტაჟდა სახანძრო სტენდი, ნაგავსაყრელის მაჩვენებელი და ამკრძალავი ნიშნები. ასევე, მოხდა ობიექტის ელექტრიფიცირება. განხორციელდა პოლიგონის ტერიტორიის გამწვანება - ადგილზე 50 ძირი კვიპაროსის სახეობის ხე დაირგო.

განახლებული პოლიგონის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ, მოქმედი სტანდარტების შესაბამისად, ნარჩენების მიღება და მათი განთავსება სპეციალურად გამოყოფილ უჯრედებში განისაზღვრება.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა საერთო ღირებულებამ 539 700 ლარი შეადგინა. სამუშაოებზე 22 ადამიანი იყო დასაქმებული, მათგან 20 ადგილობრივი.





ლაშა ჯაფარიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42