შსს-ს აკადემიის წარმომადგენლებმა ღია კარის დღე გამართეს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამართლის პროგრამაზე სწავლის მსურველებმა. აბიტურიენტებს შსს-ს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი და შსს-ს აკადემიის სამართლის სკოლის უფროსი პაატა ტურავა შეხვდნენ. ღია კარის დღის მიზანს წარმოადგენდა შსს-ს აკადემიის სამართლის საბაკალავრო პროგრამით აბიტურიენტების დაინტერესება და აკადემიაზე არჩევანის გაკეთება.
აღნიშნული პროგრამა შსს-ს აკადემიაში 2015 წლის სექტემბრიდან განხორციელდება და მას საქართველოში ანალოგი არ გააჩნია. პროგრამა მიზნად ისახავს უწყების მიერ სამართლის სფეროში დაგროვილი ცოდნის გავრცელებას და სტუდენტებისათვის აღნიშნული სფეროში საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
აკადემიის წარმომადგენლების განცხადებით, სასწავლო პროცესს გამოცდილი და სამართლის სფეროში გამოჩენილი სპეციალისტები წარუძღვებიან , რომლებიც უახლესი მეთოდებისა და პროგრამის მიზნებზე მორგებული თანამედროვე ინფრასტრუქტურის გამოყენებით სტუდენტებს სამართლის სხვადასხვა დარგს შეასწავლიან. საბაკალავრო პროგრამაში შემოთავაზებულია საპოლიციო საქმიანობისთვის აუცილებელი სასწავლო კურსები, რომელთა გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ შსს-ს აკადემიაში. საბაკალავრო პროგრამა 4 წლიანია და 240 კრედიტს მოიცავს. პროგრამა ასევე მოიცავს საპოლიციო საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების შესაძენ კომპონენტებს, რაც მას უნიკალურს ხდის განათლების ბაზარზე.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






