2 მარტს, Business Time Georgia თემაზე - „ეროვნული ვალუტის დევალვაცია და მისი შედეგები ქვეყნის ეკონომიკისთვის“ მრგვალ მაგიდას გამართავს
ბიზნესი & ეკონომიკა - 00:05, 02 Mar, 2015     1986
2 მარტს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ ჟურნალ Business Time Georgia-ს ანალიტიკური სამსახური თემაზე - „ეროვნული ვალუტის დევალვაცია და მისი შედეგები ქვეყნის ეკონომიკისთვის“ მრგვალ მაგიდას გამართავს.

ღონისძიებაში მონაწილეობას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე, საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე მიიღებენ. ასევე მოწვეულები არიან ექსპერტები: რომან გოცირიძე, მერაბ კაკულია, მიხეილ ჯიბუტი, ლევან კალანდაძე, ირაკლი ლექვინაძე, ნოდარ ჭიჭინაძე, ბესო ალადაშვილი, გიორგი ღაღანიძე და სხვები. ღონისძიებას დაესწრებიან ორგანიზაციები: საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია (აფბა), კონსალტინგური კომპანია PMCG და სხვები.

„ეკონომიკური და საინვესტიციო პროცესები, რომელიც ახლა საქართველოში ხდება, ახალ ეტაპზე გადადის. ექსტენსიური ზრდის პერიოდი, დაფუძნებული ეკონომიკური ზრდის მრავალრიცხოვან ფაქტორებზე, წარსულში დარჩა. ახლა ის გზას უთმობს ინსტენსიურ ზრდას, რომელიც გამოწვევების ახალ წრეს აყალიბებს, რაც, თავის მხრივ, ჩვენგან ეკონომიკური განვითარების ხარისხობრივ პარამეტრებზე კონცენტრირებას და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის რეალიზებას მოითხოვს. ამისთვის, აუცილებელია სახელმწიფოს, ბიზნესისა და ეკონომიკური პრობლემატიკით დაკავებული არასამთავრობო სექტორის ძალისხმევის გაერთიანება. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, რეგულარულად მოვაწყოთ ბიზნესისა და ეკონომიკის აქტუალური საკითხების განხილვა“, - აცხადებს ჟურნალის მთავარი რედაქტორი ლევან ჭითანავა.

ცნობისთვის: ამ ეტაპზე, „Business Time Georgia“-ს ანალიტიკური სამსახური სხვადასხვა კვლევებს და გამოკითხვებს ატარებს. მომავალში კი აპირებს გამოსცეს სხვადასხვა საინფორმაციო-ანალიტიკური და ანალიტიკურ-საპროგნოზო პროდუქცია, რომელსაც დაინტერესებულ პირებს შესთავაზებს.

ღონისძიება 2 მარტს, 10:30 საათზე, გაიმართება.

საკონტაქტო პირი: ილონა სახელაშვილი, 5 97 94 41 75





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42