20 წლის მარიამ ხორგუაშვილი და 23 წლის ლაშა კალანდაძე საზოგადეობამ ''ფეისბუქის'' მეშვეობით გაიცნო. საზოგადოების ყურადღება წყვილის გარეგნობამ მიიპყრო. ზოგს მარიამის ბუნებრივობაში ეჭვი ეპარებოდა და ამას საჯაროდაც წერდა, როგორც ჩანს, მართლაც ულამაზესი მოდელი ამ ფაქტმა გააღიზიანა და ამასთან დაკავშირებით, "ფეისბუქზე" განაცხადა:
"არასდროს არ დამიწერია ამდაგვარი არაფერი და ეხლა რაღაც მომინდა რომ მართლაც საერთოდ ამ ბოღმისგან გამწარებულ ადამიანებს ცხოვრებაში ისეთი ვუსურვო, რომ ჩემზე მეტი სადარდებელი არ ქონდეთ არასდროს და თუ მე რაღაც ცხვირი ისე გამომიჩნდა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ამან გაგახარათ, თქვენთვის კეხიც მექნება. არ გიშველით არც ჩემი ცხვირის და ტუჩის ზომა იმაში, რომ ადამიანებს დაემსგავსოთ. მადლობა იმათ, ვინც უამრავი კარგი სიტყვები მოგვწერეს და გვისურვეს მე და ლაშას", - წერს მარიამ ხორგუაშვილი.

ავტორი: იაკო ამირანაშვილი
წყარო: http://jolo.ge/
მასალის გამოყენების პირობები






