"ცეცხლზე ნავთის დასხმა"- თუ ქადაგიძესთან ვინმეს კითხვები ქონდა ადრე უნდა დაესვა - ხუხაშვილი
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:49, 27 Feb, 2015     2190
ექსპერტი გია ხუხაშვილი ეროვნული ბანკის და მისი მმართველის მიმართ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა. როგორც გია ხუხაშვილი „ნიუპოსტთან“ საუბარში აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ის ივანიშვილის მიერ გამოთქმული კრიტიკის ნაწილს იზიარებს, თვლის, რომ განცხადება ცუდ დროს იყო გაკეთებული და არსებობდა რისკი, რომ ცეცხლზე ნავთის დასხმის ეფექტი ქონოდა.

„გუშინ ატეხილი აჟიოტაჟი და განცხადება არ იყო დროული და მიზანშეწონილი, რადგან სიტუაცია მიდიოდა სტაბილიზაციისკენ, არა მგონია, რომ ამ განცხადებების გამო რამე კატასტროფული მოხდეს საქართველოს ეკონომიკაში, მაგრამ ეს იყო ძალიან სარისკო, ეს გავდა ცეცხლზე ნავთის დასხმას.“- განაცხადა გია ხუხაშვილმა და აღნიშნა რომ ის ადამიანები ვინც ყოფილ პრემიერს ამ განცხადების გაკეთება ურჩია ან არაკომპეტენტურები არიან ან შეგნებულად სიტუაციის გასართულებლად გადადგეს ეს ნაბიჯი.

„მე არ ვარ მაღალი აზრის გიორგი ქადაგიძეზე, მაგრამ ამ მაჟორული ბრალდებებს საფუძველი რომც ქონოდა, გუშინ არ უნდა გაკეთებულიყო. ჩემის აზრით შექმნილ ვითარებაში გარკვეული წილი ეროვნული ბანკს აქვს, მაგრამ ის, რომ ეროვნული ბანკის ბრალია ყველაფერი და მთავრობა არაფერ შუაშია, ამას არ ვიზიარებ. ეს არის სოლიდარული პასუხისმგებლობის საკითხი“- აღნიშნა ექსპერტმა.

გია ხუხაშვილმა კომენტარი ქადაგიძის შესაძლო იმპიჩმენტზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ თუ ვინმეს ქადაგიძის მიმართ კითხვები ქონდა თავის დროზე უნდა დაესვა და არა ამ მძიმე ვითარებაში და ივანიშვილის განცხადების შემდეგ:

„საპარლამენტო უმრავლესობაში იმპიჩმენტზე საუბარი მოყვა კონკრეტულ განცხადებას, თუ რაღაც უნდობლობა და კითხვის ნიშნები იყო ქადაგიძის მიმართ, ის აქამდეც არ უნდა ყოფილიყო ეროვნული ბანკის მმართველი. მითუმეტეს, რომ არსებობს კითხვის ნიშნები ბანკებთან მიმართებაში მის წარსულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. მაგრამ თუ ვინმეს კითხვები ქონდა მასთან ჯობდა ეს კითხვები თავის დროზე დაესვა და არა ამ მძიმე ვითარებაში.“- განაცხადა გია ხუხაშვილმა.


ნინო ზედგენიძე






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42