გადაცემა, რომელიც 5 მარტს უნდა გავიდეს ეთერში, ერთი კვირით ადრე ჩაიწერა და სხვა სტუმრებთან ერთად იმ რვა ადამიანს მასპინძლობდა, რომელთაც თემა "ქართული მენტალობა" უნდა განევრცოთ: - თაკო ვაშალომიძე, მერსი სულხანიშვილი, ბლოგერი გურამი, მულატკა, ბესო ჩუბინიძე, ეკა ყურშიტაშვილი, თეა დარჩია და კოტე თოლორდავა, ეს ის სტუმრები არიან რომლებსაც მოუწიათ "ქართული მენტალობის" ან დაცვა, ან უარყოფა.
ერთდროს მედავითნე თაკო ვაშალომიძე, ლამის ანათემას გადასცა თავის დროზე პოპულარულმა მულატკამ, რომელმაც ამდენი წლის შემდეგ აღიარა, რომ პროექტ "ჯეო-ბარში" პირდაპირ ეთერში მომხდარი სკანდალი - სექსი მასა და ერთ-ერთ რიგით მონაწილეს შორის, დადგმული სპექტაკლი იყო და არა სინამდვილე, - და რელიგიის თემით მანიპულირებაში დაადანაშაულა რუსული "პლეიბოის" მომავალი მოდელი.
არც თაკო ვაშალომიძეს დაუკლია თურმე პასუხის გაცემა და თემის განვრცობაში ჩართული მერსი სულხანიშვილი, რომელიც პოპულარული მკერდის გამოჩენით გახდა, იმდენად გააცოფა, რომ წამყვანისგან ცინიკური კომენტარიც დაიმსახურა:
- მერსი შენ ქალიშვილი ხარ და ამიტომაც ხარ ასე გაცეცხლებულიო, რამაც ლამის წყობიდან გამოიყვანა ეს უკანასკნელი და ისიც დიდხანს და ხმამაღლა ამტკიცებდა - არ ვარ მე ქალიშვილი და ნუ მაყენებთ შეურაცხყოფასო (!).

როგორც ირკვევა სიტუაცია მაშინ დაიძაბა, როცა ეკა ყურშიტაშვილის და მერსის დაპირსიპირებამ კულმინაციას მიაღწია და და რა მოხდა მათ შორის ამის შესახებ ჩვენი ინფორმატორი აღარ გვიყვება, თუმცა ცნობილი გახდა, რომ კოტე თოლორდავამ ჩაწერის დროს ტანსაცმლის გახდა დაიწყო: - პოპულარობა მინდა მეც მეტიო, მაგრამ გოგონების კომენტარმა - სხეული არ გიწყობს ხელს კოტიკოო, გადააფიქრებინა სტრიპტიზი.


წყარო: http://intermedia.ge/
მასალის გამოყენების პირობები






