ჯავახიშვილის ქუჩაზე გზის მოწყობის სამუშაოები დაიწყო
საზოგადოება - 13:43, 27 Feb, 2015     1073
მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე გზის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან, ავთანდილ სუდაძესთან ერთად მოინახულა.

ამჟამად მიმდინარეობს სავალი ნაწილის საფუძვლის მოწყობა. სამფენიანი საფუძვლის შემდეგ, მოეწყობა ბორდიურები. დაიგება ასფალტო-ბეტონის საფარის ორი ფენა. მათ შორის ზედა ფენა მოდიფიცირებული ასფალტით გაკეთდება, მოეწყობა ტროტუარები. მიწის სამუშაოების პარალელურად, მიმდინარეობს საყრდენი კედლის მოსაპირკეთებელი სამუშაოები, შემდეგ კი მოეწყობა არმირების ბადე. რაც შეეხება მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოებს, უკვე მოეწყო წყალსადენის ორი ხაზი, სადრენაჟე, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემები, ასევე, „ახალი ქსელების“, „თელასის“, „სილქნეტისა“, „დელტაკომის“ ქსელები.

თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ჯავახიშვილის ქუჩაზე 24-საათიანი ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, მთლიანად გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები.

„კედელი რომელიც ჩამოიშალა, აღდგენილია და ძალიან მყარი ბეტონის მასით შეივსო. ახლა, პრაქტიკულად, მიმდინარეობს სამუშაოების ბოლო ფაზა, გზის საფარის ქვედა ნაწილის მომზადება, რის შემდეგაც დაიგება ასფალტი. ჯავახიშვილის ქუჩაზე მინიმუმ, ათი წლის განმავლობაში რაიმე სახის მიწისქვეშა სამუშაო საჭირო აღარ იქნება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის ავთანდილ სუდაძის თქმით, უკვე დასრულებულია საყრდენი კედლის გამაგრების სამუშაოები. „თუ ამინდი ხელს არ შეგვიშლის, ჯავახიშვილის ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივად ერთ კვირაში აღდება. ქუჩაზე დაიგება მოდიფიცირებული ასფალტი, რაც თბილისში ჯერ არსად გამოყენებულა. ქუჩას ექნება ლამაზი იერსახე, გვექნება ძალიან კარგი საფარი, რომელიც იქნება უფრო მეტად გამტარუნარიანი და მეტი გამძლეობის“, - განაცხადა ავთანდილ სუდაძემ.

მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე საყრდენი კედელი 12 იანვარს ჩამოიშალა.



ლაშა ჯაფარიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42