"საქართველოს ეკონომიკის საფლავი, მისი მკვლელების ბიუსტებით"
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:57, 27 Feb, 2015     1624
ეკონომიკის ექსპერტი რომან გოცირიძე ეროვნული ბანკის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმაურება, გოცირიძეს იმის დასამტკიცებლად, რომ მოლდოვის და სომხეთის ეროვნული ბანკების ქმედებების სამაგალითოდ მოყვანა არასწორია რამდენიმე მაგალითი მოჰყავს. გოცირიძის აზრით, იმ შემთხვევაში თუ ქადაგიძის უწყება მეზობელი ქვეყნების ეროვნული ბანკების მსგავსად იმოქმედებდა ეკონომიკა სრულ კოლაფსამდე მივიდოდა.

„სამთავრობო თუთიყუშების გასაგონად, რომლებიც დღეს დაიწყებენ გუშინდელი ცნობილი განცხადების ტექსტის გადამღერებას!( პირველი ვინ იქნება ვიცი)

რა მოხდებოდა საქართველოს ეროვნულ ბანკს სომხეთისა და მოლდოვისათვის რომ მიებაძა, როგორც ამას ურჩევენ?

სომხეთმა და მოლდოვამ საკუთარი ვალუტის გაუფასურების შესაჩერებლად ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვების 34 და 30 პროცენტი დახარჯა შესაბამისად. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანი სიდიდის დევალვაცია მაინც ვერ აიციელეს თავიდან, რეზერვები კი გაფლანგეს. წინ მძიმე დრო ელით გაუარესებული საგარეო ვაჭრობისა და სხვა სირთულეების გამო.

საქართველოს რეზერვები დაახლოებით 2,7 მილიარდი დოლარი იყო. ეროვნულ ბანკს მისი მესამედი ანუ 890 მილიონი დოლარი რომ დაეხარჯა, ალბათ კურსს ძველ ნიშნულთან ახლოს დაიჭერდა. მხოლოდ დროებით. წინ, წლის ბოლომდე 5 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის სავაჭრო დეფიციტი გველოდება. რომ არაფერი ვთქვათ საგარეო ვალების გასტუმრებაზე როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორის მიერ.

შედეგი: სრული კოლაფსი!

ეს კიდევ არაფერი!

საქართველოში მიმოქცევაში არსებული ფულის მასა M2 არის 5,5 მილიარდი ლარი. იგი უმნიშვნელოდ გაიზარდა წინა წელთან შედარებით. 890 მილიონი დოლარის გაყიდვა ნიშნავს მიმოქცევიდან 1,6 მილიარდი ლარის ამოღებას. ანუ ფულის მასა დავიდოდა 3,9 მილიარდ ლარამდე.

უკვე შეგეძლოთ საქართველოს ეკონომიკისათვის საფლავი გაგვეთხარა და ზედ მისი მკვლელების ბიუსტებიც დაგვედგა.

ვიღაცა იტყვის- რაღა სომხეთი და მოლდოვა მოგვყავს მაგალითადო. მისი ნახევარი მაინც გაგვეშვა ინტევენციაშიო?

მაშინ ნახევრადმკვდარი იქნებოდა. ხელოვნურ სუნთქვაზე, დეკემბრამდე. იქ კი ბიუჯეტი მოუღებდა ბოლოს.“- წერს რომან გოცირიძე.



ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42