თბილისში სამიკიტნოები ბრუნდება
საზოგადოება - 11:15, 27 Feb, 2015     2922

საკრებულოში ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარის რიმა ბერაძის ინიციატივით, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებს შორის არაფორმალური შეხვედრა გაიმარეთა, რომელზეც ჩუღურეთის რაიონში მდებარე ნიკო ფიროსმანის ქუჩისა და მუზეუმის აღდგენა-რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარის ირაკლი როსტომაშვილის მიერ წარმოდგენილი კონცეფცია განიხილეს.

შეხვედრას დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს წევრები რიმა ბერაძე და ნუგზარ მალაღურაძე, ასევე თბილისის მერის მოადგილე გია სოლომონია, არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ნინო ღოღობერიძე, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი ავთანდილ სუდაძე ესწრებოდნენ.

ირაკლი როსტომაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ფიროსმანის ქუჩასა და მიმდებარე ტეროტორიებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები დეტალურად გააცნო და მხარეებს ფიროსმანის ეპოქის დამახასიათებელი დუქნებისა და სამიკიტნოების მსგავსი ობიექტების აღდგენის, ასევე სავაჭრო ცენტრების განთავსების ინიციატივით მიმართა და სურვილის შემთხვევაში, დეპუტატებს პროექტის უსასყიდლოდ გადაცემას დაჰპირდა.

რაც შეეხება მოსახლეობას, ისინი იმავე რაიონში ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილდებიან.

პროექტის მნიშვნელობაზე საკუთარი ხედვა საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟრიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ წარმოადგინა. მისივე ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები საკრებულოში კვლავაც გაგრძელდება და მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილ სხვა ალტერნატიულ პროექტებსაც განიხილავენ. საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნულ ინიციატივას დადებითი შეფასება მისცა და აღნიშნა, რომ იმისათვის, რომ არ დაირღვეს მოსახლეობის უფლებები და თბილისმაც არ დაკარგოს ძველი იერსახე, აუცილებელია ისეთი ინვესტორის შერჩევა, რომელიც ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42