ნიკა ნატროშვილის დედა ექიმებს მადლობას უხდის და ინტერვიუში გასულ უსუზტობაზე საუბრობს
საზოგადოება - 13:23, 27 Feb, 2015     11245
კიკეთში დაჭრილი ნიკუშა ნატროშვილის დედა რუსუდან ბოჭორიშვილი „ნიუპოსტთან“ საუბარში განმარტებებს აკეთებს გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად მის შვილს კლინიკამ გადასხმები მოუხსნა.

ჩვენთან საუბარში ბოჭორიშვილი ამბობს, რომ აღნიშნულმა ინფორმაციამ საზოგადოებაში გაუგებრობა გამოიწვია.

„ჩემს ინტერვიუსთან დაკავშირებით გაუგებრობები მოხდა და მინდა შესწორებები შევიტანო. მე ვამბობ ესეთ რამეს, რომ ჩვენ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან გვაქვს საკმაოდ დიდი დავალიანება, რომელსაც ფიზიკურად ვეღარ ვიხდით. აქედან გამომდინარე, საავადმყოფომ დამდო დიდი პატივი და ბავშვი რჩება კლინიკაში, ექიმები მეთვალყურეობის ქვეშ. ეს ჩემთვის ძალიან დიდი შეღავათია. მე ვარ წყნარად, რადგან ვიცი, რომ ნიკას უყურადღებობის პრობლემა არ აქვს. იმის გამო, რომ ჩვენ ისედაც დიდი დავალიანება გვაქვს კლინიკის მიმართ და კიდევ არ გაგვეზარდოს ეს დავალიანება, ჩვენსა და კლინიკის დირექციას შორის შეთახმება მოხდა - ისინი ნიკუშას გამოუყოფენ პალატას. რა თქმა უნდა, ამ პალატის გადასახდელს თანხაზე საუბარი არ არის. ჩვენ ყველა საჭირო მედიკამენტს და მოვლის საშუალებებს შევიტანთ და ეს აღარ იქნება საავადმყოფოს ხარჯი. პალატა და ექიმების მეთვალყურეობა რჩება მათი და ამისთვის მათ დიდი მადლობა, დანარჩენი, იქნება ეს მედიკამენტი თუ სხვა ჩვენ შევიტანთ. აქედან გამომდინარე ჩვენ დავალიანება აღარ გაგვეზრდება. რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. რომ არა მათი თავდადება და 24 საათიანი ბრძოლა ნიკას სიცოცხლისთვის მერწმუნეთ ნიკა დღეს ცოცხალი არ იქნებოდა“, - ამბობს რუსუდან ბოჭორიშვილი.

რაც შეეხება ნიკუშა ნატროშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რუსუდან ბოჭორიშვილი ამბობს, რომ მდგომარეობა მძიმეა.

„მდგომარეობა ძალიან მძიმეა, რადგან თორმეტგოჯა ნაწლავის ფისტულა არ ხორცდება. მუცელზე ხან ერთ ადგილას ეხსნება და ხან - მეორეს. მივმართეთ უზღვავი რაოდენობის კლინიკებს მთელ მსოფლიოში, მაგრამ ყველამ უარი გვითხრა ოპერაციის ჩატარებაზე. გვთავაზობენ, რომ ჩავიყვანოთ მაქსიმუმ ორი კვირით ჩავიყვანოთ იქ და ნახონ პაციენტი. თუმცა ნიკუშას მდგომარება არ არის ისეთი, რომ ორ-ორი კვირით ვატაროთ აქეთ-იქით. 2 დღის წინ კი უკვე საბოლოოდ დაგვთანხმდნენ ოპერაციაზე კლივლენდის კლინიკაში. ოპერაცია 250 000 ჯდება“, - განაცხადა რუსუდან ბოჭორიშვილმა.

ოჯახს ოპერაციისთვის საკმარისი თანხმები არ გააჩნია.

ნიკუშა ნატროშვილის დახმარების მსურველებისთვის :

საბანკო ანგარიშები:

GE65PC0483600400001007 GEL ProCredit Bank მიმღები რუსუდან ბოჭორიშვილი

GE65PC0483600400001007 USD ProCredit Bank მიმღები რუსუდან ბოჭორიშვილი

Swift MIBGGE22

საქველმოქმედო საიტი, სადაც შეგიძლიათ, თნხის ჩარიცხვა ბარათიდან: http://www.gofundme.com/iwcd0g


ნინო დათაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42