,,დიახ, ეს სამწუხარო რეალობაა, რომელიც მოხდა. ახლა სავარაუდოდ აღარ არსებობს, როგორც ჩვენ იტალიიდან გვაცნობეს, თუმცა იყო ორ დიდ ქალაქში - რომსა და ფლორენციაში. იტალიაში პოლიციის მონაცემებში ასე წერია, რომ ეს იყო ქურდული სკოლა, თუმცა ეს იტალიელების მხრიდან, ცოტა იუმორით იყო განხილული. მათ ასეთი სათაურით ჰქონდათ პრესაში, რომ ,,ქართელებმა გააცოცხლეს ტოტოს ჩანაფიქრი“, იგულისხმებოდა ცნობილი იტალიელი მსახიობის ტოტო კინოროლი“.
გია ჯაჯანიძის კითხვაზე თუ ვინ იყვნენ ე.წ. მასწავლებლები, მაია ჯიჯავამ აღნიშნა, რომ იყვნენ ქართველები.

,,ქართელები ცნობილი არიან იმით, რომ ახერხებენ სახლის კარის გაღებას ისე, რომ ვერავინ ვერ ხვდება. როგორც სტატიაში წერია და როგორც იტალიურმა მხარემ მოგვაწოდა ინფორმაცია, ისინი ასწავლიდნენ კარის ისე გაღებას, რომ კვალი არ დარჩენილიყო და არა მარტო ქართელებს, ასევე უკრაინელებს, რუმინელებს... ფლორენციაში ბინაში ჰქონდათ სკოლა გახსნილი, რომში სამი ადამიანი დაიჭირეს და მაშინ გახმაურდა ეს ფაქტი. მათი ასაკი იყო 20-დან 40 წლამდე“
მაია ჯიჯავას თქმით, იტალიურ პრესაში ხშირად წერენ, რომ ქართველები მრავალგზის არიან დაპატიმრებული კრიმინალური საქმიანობისთვის, თუმცა ისინი აგრესიით არ გამოირჩევიან სხვა ეროვნების ხალხისგან განსხვავებით. ,,ისე შედიან სახლში, როცა არავინ არ არის. იქ არიან სხვა ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც მკველობას სჩადიან და იტალიელებს თითქოს დადებითად ეჩვენებათ, რომ კი, შედიან ქურდობენ, მაგრამ არავის არ კლავენ“ - განაცხადა მაია ჯიჯავამ.
მასალის გამოყენების პირობები






