გადაცემა ,,პროფილი“ და ზარი მოსკოვის ციხიდან: თამუნა ვაშალომიძეს მამა გამოუჩნდა
საზოგადოება - 21:05, 26 Feb, 2015     26326
ფლეიბოის სკანდალური მოდელი თამუნა ვაშალომიძე, რომლის მიმართაც მედია და სატელევიზიო თოქ-შოუები განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ, ამჯერად მოსკოვში, პატიმრობაში მყოფი ქართველის, სახელად - ოთარის ინტერესის საგანიც გახდა, რომელმაც გადაცემა ,,პროფილის“ გასვლის შემდეგ, თამუნას განუცხადა, რომ ის მისი ბიოლოგიური მამაა. აღიარებს თუ არა ფლეიბოის ცნობილი მოდელი დნმ-ის ანალიზის შემდეგ მას მამად და რისი ეჭვები აქვს თამუნა ვაშალომიძეს.

,,ნიუპოსტი“ მოსკოვის ციხიდან განხორციელებული ზარის დეტალების შესახებ ექსკლუზიურად თამუნა ვაშალომიძეს ესაუბრა.

_როდესაც გადაცემა ,,პროფილი“ გავიდა, 4 დღეში შემეხმიანა ადამიანი, ვინც მითხრა, რომ მოსკოვში ნახეს გადაცემა და უთქვამს, რომ ძალიან ჰგავს ჩემს მეორე ქალიშვილსო. მერე უკვე ამ ადამიანმა დამირეკა მოსკოვიდან და მითხრა, რომ ის არის ოთარი, წავიდა 1996 წელს, რომ ეხლა ზის ციხეში და 5 თვეში ჩამოვალ და გავკეთოთ დნმ-ის ანალიზი და ა.შ. როდესაც დედას ვკითხე, რომ მამაჩემს ოთარი ჰქვია-თქო, მან მითხრა, რომ ესე ეწერა იმიტომ, რომ მე მისი კანონიერი ცოლი ვიყავიო.

_ანუ, ეს ადამიანი ციხეშია და იქიდან დაგირეკა?

_კი ციხეშია, იქიდან მირეკავდა. როგორც კი ჩამოვა ალბათ დნმ-ის ანალიზს გავიკეთებთ.

_აქამდე დედას არ ჰქონია შენთან საუბარი იმაზე, რომ მას ჰყავდა კანონიერი მეუღლე და რომ შენ მისი შვილი ხარ?

_როცა კი ვეკითხებოდი, არასოდეს მპასუხობდა კონკრეტულად, ხან რას მეუბნებოდა და ხან რას... მე კაკომ გამზარდა და მიუხედავად ყველაფრისა, კონფლიქტი მოხდა თუ რაც იყო, მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემ და იმ ოთარსაც ვუთხარი, რომ შენ შეიძლება იყო ჩემი ბიოლოგიური მამა, მაგრამ ის რომ მე მამა დაგიძახო, ცოტა რთული თემაა-თქო. როცა მე ბავშვი ვიყავი, ადამიანი, რომელიც ზრუნავდა, სათამაშო მოჰქონდა, იყო კაკო, მე მისგან კარგი მახსოვს-თქო.

_თუკი დნმ-ით დადასტურდა, რომ ეს ადამიანი არის მამა, იფიქრებ იმაზე, რომ მის გვარზე გადახვიდე და ოფიციალურად მამად აღიარო?

_ერთი პერიოდი ვფიქრობდი, რომ სასამართლოში შემეტანა იგივე გვარის შეცვალზე, მაგრამ მერე ვეღარ გავაკეთე რაღაც პრობლემების გამო, მაგრამ ის, რომ ჩემს დაბადების მოწმობაში ჩაიწეროს, რომ მე მისი ასული ვარ, ცოტა ისეთი თემაა... მიუხედავად იმისა, რომ კაკო არ მაღიარებს შვილად, მე ძალიან დიდ პატივს ვცემ. რაც არ უნდა თქვას, რომ იძახის რომ არაფერი კონტაქტი არ მქონდა დედაშენთანო, თელაველია ადამიანი, 9 წლამდე ვიზრდებოდი, თუ მაგის შვილს ვგავარ, ვიღაც მაინც ეტყოდა. ვუთხარი კიდეც, რომ ფოტო გამომიგზავნეთ, რომ ვნახო ვის ვგავა, მაგრამ გამიტარეს ეს საუბარი... ეს რთული თემაა ჩემთვის. მირეკავს ადამიანი და მეუბნება, რომ მე შენ არ მიგატოვებ, მხარში ამოგიდგები, შვილო... ერთ დღეში რომ ადამიანი გამოჩნდება და შვილოს დაგიძახებს და მერე რომ მე მამას დავუძახებ, ცოტა შეუსაბამია ხო?

_ფიქრობ, რომ შენი პოპულარობის შემდეგ გაუჩნდა მას სურვილი, რომ მოეძებნე?

_არ მინდა, რომ ვიფიქრო ეგეც... შესაძლოა ასე არც იყოს. მაგრამ წარმოიდგინეთ, აქამდე არავინ არ გამოჩენილა და უცებ გამოჩნდა... რაღაცეები არ შეესაბამება სიმართლეს. ყველაფერს ვუკავშირებ... ციხეში, მოსკოვში რომ ,,პროფილი“ ენახა, ცოტა უცნაურია ჩემთვის. რატომღაც, მოსკოვის ციხეში პროფილს ჩაურთავდნენ? ქართულ არხს? ეს ცოტა მაეჭვებს. ძალიან ხშირად მირეკავდნენ, თავის მეგობარსაც დაარეკინა, რომ თუ რამე დაგჭირდეს, აქ ვართ და ბოლოს ვუთხარი, რომ მოდი ოთარ, როცა ჩამოხვალ გავიკეთოთ დნმ-ის ანალიზი და ვნახოთ, თუ მამა აღმოჩნდები, ალბათ მამას არ დაგიძახებ, მაგრამ გამიხარდება, რომ მყავს სისხლით ნათესავი დედაჩემის შემდეგ, რადგან არავინ მყავს საერთოდ. ნამდვილი ბებიაც არ მყავს, მაგრამ მისი გაზრდილი ვარ და ვგიჟდები ისე მიყვარს. ამ ბოლო საუბრის შემდეგ აღარც კი დაურეკავს და აი, ველოდებით ამ რამდენიმე თვეს, რომ ჩამოვიდეს. რამდენიმე წლის წინ იყო შემთხვევა, როცა ერთმა ადამიანმა მითხრა, რომ ძალინ ჰგავხარ ერთ კაცს და შეიძლება იყოს მამაშენი. მერე, როცა დედას ვუთხარი, მიპასუხა, რომ ტყუილად გადაყრი ფულს, რადგან ის არ არის მამაშენი. სანამ კაკოს გვარზე გადავიდოდი, მე ოთარის ასული ვეწერე, ამანაც დამაფიქრა, რომ სახელი დაემთხვა. ზოგადად ძალიან რთულია ჩემთვის ეს თემა. როგორ არ უნდა იცოდე, რომ შვილი გყავს. თან დედაჩემის ხასიათიც ვიცი ძალიან კარგად, ის არის ადამიანი, რომელიც არ მოასვენებდა. გამორიცხულია, ის ორსულად რომ იქნბოდა, საჭმლის ფული არ ჰქონოდა, არ მუშაობდა და არ შეეწუხებინა დახმარებისთვის. თუ იქნება მამა, კიდევ ვამბობ, ძალიან კარგი, მივიღებ როგორც ნათესავს, თუმცა მამას ვერ დავუძახებ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42