გიორგი კვირიკაშვილმა მსოფლიო ბანკის დელეგაცია მიიღო
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:59, 26 Feb, 2015     1526
დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მსოფლიოს ბანკის დელეგაცია მიიღო. შეხვედრას დაესწრნენ მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალი, ამავე ორგანიზაციის წამყვანი ეკონომისტი რაშმი შანკარი და სხვა ოფიციალური პირები.

შეხვედრაზე განხილული იყო მსოფლიო ბანკის ანგარიში „საქართველო: შესაძლებლობები კეთილდღეობის მისაღწევად“. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორების კონკურენტუნარიანობის საკითხები და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებები.

საქართველოს ვიცე-პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ განსაზღვროს პრიორიტეტები ექსპორტზე ორიენტირებული წარმოებების წახალისების მიმართულებით. გარდა ამისა, სამომავლოდ, ინვესტიციების მოზიდვისას განსაკუთრებული ხელშეწყობა უნდა იქნას აღმოჩენილი ისეთი ინვესტიციების მიმართ, რომლებიც მიმართული იქნება ექსპორტზე ორიენტირებული წარმოებების განვითარებისკენ.

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის ჰენრი კერალის განცხადებით, მემორანდუმი აღწერს, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ დასაქმებისა და ექსპორტის ზრდისთვის. „ექსპორტი ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, ძალიან მნიშვნელოვანია. ამგვარად, ჩვენ გვჯერა, რომ ეს არა მხოლოდ დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე, არამედ ასევე გადაჭრის დასაქმების პრობლემას,“ - აღნიშნა ჰენრი კერალმა.

„როგორც მემორანდუმშია ხაზგასმული, საქართველოს გააჩნია ბრწყინვალე საწყისი პირობები ექსპორტის ხელშეწყობისა და დასაქმების სფეროს განვითარებისთვის. მემორანდუმშია ასევე საუბარია ისეთ საკითხებზე როგორიცაა ინოვაციების გაძლიერება, პროდუქტებისა და ბაზრის დივერსიფიკაცია, საბაზრო კვლევა, სამშენებლო ქსელი, ლოჯისტიკა, რაც პირდაპირ კავშირშია ექსპორტის ზრდასთან,“ - აღნიშნა მსოფლიო ბანკის წამყვანმა ეკონომისტმა რაშმი შანკარმა.



ლაშა ჯაფარიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42