,,მე მოვითმენ სიცივეს, მაგრამ ჩემმა შვილებმა რა ქნან“... შშმ პირველკლასელი სკოლის დირექციამ მოატყუა
საზოგადოება - 17:18, 26 Feb, 2015     3101

„ჩემი შვიდი წლის შვილი ცერემბრალური დამბლით არის დაავადებული და სკოლაში ვერ დამყავს, რადგან ეტლი არა აქვს“- ეს სიტყვები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საფო მგელაძის ქუჩაზე მცხოვრებ ქალბატონ ია მეგრელიშვილს ეკუთვნის, რომელიც ერთოთახიან ბინაში საცხოვრებლად მეუღლესთან და 2 შვილთან ერთად სოფელ გულიანიდან 2 წლის წინ გადმოვიდა.

ადგილზე მისულთ მდგომარეობა მართლაც საგანგაშო დაგხვდა, პატარა, რომელსაც ბავშვობიდანვე ცერემბრალურით დამბლით არის დაავადებული, სავარძლის უქონლობის გამო ცივ და ნესტიან იატაკზე მთელი ტანით დახოხავს, რადგან მშობლემს ლუკმა-პურის საშოვნელად ხშირად გარეთ უწევთ გასვლა.

„ძალიან გვიჭირს. ჩვენი შემოსავალი სოციალური დახმარება და შვილის პენსიაა, რომელიც არაფერში გვყოფნის. ჩემი მეუღლე ფერმაზე მომვლელად მუშაობს, მაგრამ იქედანაც არაფერია. მე სად ვიმუშავებ, ავადმყოფი შვილი ვის დავუტოვო? ხშირად უფროსი შვილს დღეს სკოლაში ვერ ვუშვებ და მას ვუტოვებ“, - უყვება „ნიუპოსტს“ თვალცრემლიანი ქალბატონი.

როგორც მისგან გავიგეთ, ოჯახი მართალია სოციალურ დახმარებას იღებს, მაგრამ ის ძირითადად იმ სესხის დაფარვას ხმარდება, რომელიც ერთოთახიანი ბინის შეძენისთვის გამოიტანეს. როგორც ოჯახის მეპატრონეები აცხადებენ, მართალია წვიმა არ აწუხებთ, თუმცა კარებისა და ფანჯრების უქონლობის გამო, სახლში მუდმივად სიცივეა.

„პრაქტიკულად უფულოდ ვართ. 300 ლარი კიდევ მაქვს დარჩენილი მეპატრონის. ერთ ოთახში ვცხოვრობთ. ერთია, რომ ზემოდან წყალი არ ჩამოგვდის. სხვა მხრივ პრობლემები გვაქვს. ფანჯრები დამპალია. კარებიც ასეთ დღეშია. ქარიან ამინდში ოთახს ვერ ვათბობთ, ყველა მხრიდან სიცივე შემოდის. ჩოჩობას შეშას მოვიხმართ და იმით გაგვაქვს თავი. მე მოვითმენ ამ სიცივეს, მაგრამ ჩემმა შვილებმა რა ქნან. უფროსი 10 წლის არის, პირველ საჯარო სკოლაში სწავლობს. კარგი ბავშვია, მეხმარება ყველაფერში. მიუხედავად ასაკისა, შეშისთვისაც კი დადის. მეორე 7 წლისაა. დაბადებიდან ცერემბლარული დამბლით არის დაავადებული. მას მკურნალობა სჭირდება, მაგრამ ამის საშუალება არ გვაქვს. პატარა რომ იყო, თბილისში იაშვილის კლინიკაში მყავდა გამოკვლევებზე. მითხრეს, რომ ოპერაცია სჭირდებოდა, რომელიც დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. რა მექნა?! ვუყურებ ასე ჩემს შვილს და ვარ. შარშან მასაჟები გავუკეთე და შედეგიანი გამოდგა. ურეკში მაგნიტური ქვისაც კარგია, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ დამყავს . გონებრივად კარგად არის განვითარებული. სკოლაშიც დამყავდა, მაგრამ ეტლი არ გვაქვს და ამის გამო შევწყვიტეთ სწავლა. მითხრეს მასწავლებელი სახლში მოაკითხავსო, მაგრამ ერთის მეტი არ მოსულა. მიზეზი ვიკითხე, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე“, - ამბობს ია მეგრელიშვილი.

ქალბატონი ია ამბობს, რომ ერთჯერადი დახმარების მოთხოვნით განცხადება ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაწერა გამგეობაში, მაგრამ იქიდან არავინ გამოხმაურებია.

„ხან რას დამპირდნენ, ხან რას, მაგრამ რეალურად არავინ დამხმარებია. ამ ორიოდე წლის წინ ეტლი მოგვცეს ბავშვისთვის, მაგრამ დიდი კაცის ზომაა. პრაქტიკულად, ვერ ვიყენებთ. ამბობენ, ათასი ორგანიზაცია არის, რომელიც ცერემბრალური დამბლით დაავადებულებს ეხმარებაო. ჩემამდე არავის მოუღწევია. ჩემს პატარას წამლები სჭირდება, მაგრამ ამის საშუალება არ არის. ვინმე ღვთისნიერი თუ გამოჩნდება და დამეხმარება, მადლობას ვეტყვი. ტანსაცმელიც კი არავის მოუცია, ფულად დახმარებაზე რომ არ ვილაპარაკო“, - განაცხადა ია მეგრელიშვილმა.

ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი თამაზ კილაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ პედაგოგი სამეცადინოდ ბავშვს სახლში აკითხავს და მშობლის მიერ ზემოთ ნათქვამი ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება.

,,ეს ბავშვი გახლავთ ჩვენი სკოლის აღსაზრდელი და ის არის პირველი კლასის მოსწავლე. თავდაპირველად ბავშვის ეტლის მეშვეობით სკოლაში მოყვანას ახერხებდნენ, თუმცა მერე ვიცი, რომ ეტლი მოძველებული იყო და რომ სწორედ მისი არქონის გამო, ის სკოლაში ვეღარ მოიყვანეს. ამიტომ ჩვენ დაწყებითი კლასის მასწავლებელს ვთხოვეთ, რომ კვირაში ორჯერ ბავშვთან მისულიყო ოჯახში. შეგიძლიათ თავად მასწავლებელსაც კითხოთ, ის მეუბნება რომ დადის. თუმცა ჩვენთვის გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ სკოლაში დადიოდეს, ეს ბავშვისთვისაც სასარგებლო იქნებოდა.ჩვენ ასეთი ბავშვი გვყავს სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობების, მაგრამ სწავლობს ნორმალურად. უბრალოდ არის ის პრობლემა, რომ ბავშვს არ აქვს სავარძელი, რომლითაც ის შეძლებს სკოლაში სიარულს. გარდა ამისა, ჩვენ არ გვყავს ძიძა, ბავშვს ხომ ინდივიდუალურო მოვლა უნდა. შევთავაზეთ, მას იქვე ახლოს სასულიერო გიმნაზიაა, სადაც მას ეს პრობლემა მოეხსნეობოდა თუმცა მშობელს უნდა რომ ბავშვმა სკოლაში ჩვენთან იაროს. ამიტომ როცა მშობელი ლაპარაკობს, რომ პედადოგი ოჯახში არ დადის, მე მას ვუთარი, რომ ყოველი მისი მისვლა დააფიქსიროს ხელწერით და ეს პრობლემაც აღარ იქნება “ _ დასძინა სკოლის დირექტორმა.

თავად დაწყებით კლასის პედაგოგი მაკა ჩხაიძეც მსგავს ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ის კვირაში ორჯერ ოჯახში მისვლას ახერხებს.

,,როგორ არა დავდივარ. ხვალ ვაპირებ კიდევ მისვლას. ერთხელ თავად მშობელმა მომაბრუნა უკან, არეული ვარ და ხვალ მოდიო. საერთოდ კი მინდა გითხრათ, რომ ვიცი არსებობს ინკლუზიური სწავლების პროგრამა და ეს ჩვენთან რატომ ვერ ხერხდება ვერ გეტყვით“ _ დასძინა პედაგოგმა.

სოციალური მომსახურების ლანჩხუთის სააგენტოს ხელმძღვანელი მაკა გოგიჩაიშვილი ჩვენთან სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ მოისწრაფიშვილის ოჯახს მათთვის განცახდებით არ მიუმართავს:

„ჩვენთვის ქალბატონ ია მეგრელიშვილს არ მოუმართავს და განცხადება არ შემოსულა. საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება პრობლემა არ იქნება“_ დასძინა გოგიჩაიშვილი.

ქვე დავძენთ, რომ ოჯახს საჩუქრად სავარძელი ამ მასალის გასვლის შემდეგ გია ჩხაიძემ გადასცა. თუმცა ეს სავარძ4ელი 17 წლის ბავშვისთვისაა განკუთვნილი და ბავშვი მას ვერ იყენებს.


თეა იოსელიანი, გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42