გულახდილი რესპონდენტი ქმართან დაშორების მიზეზებსა და ბოჰემური ცხოვრების სტილზე ეკა ხოფერიას შოუში ალაპარაკდა. კომპოზიტორმა თავისი დიდი მტერიც დაასახელა და უარყოფითი თვისებებიც. „მე ვარ ფიცხი, ცუდი ხასიათის, აგრესიული ადამიანი, ლევანი მშვიდი გაწონასწორებოული, მე სულ ვკიოდი და ის სულ ჩუმად იყო.“ - განაცხადა მუსიკოსმა.
მაია კაჭკაჭიშვილი: „მე და ლევანი ორი რადიკალურად განსხვავებული და ვიზუალურად ძალიან სასაცილო წყვილი ვიყავით.
ლევანთან დაშორების მიზეზი ნაწილობრივ ჩემი მომატებაც იყო ალბათ. რადგან წონის მომატებამ ბევრად უფრო აგრესიული გამხადა, ამიტომ ვერ ლაგდებოდა ურთიერთობა ისე ჰარმონიულად როგორც უნდა დალაგებულიყო.
მუდმივი სტრესის ქვეშ ვარ, ემოციების პიკში ყოველ დღე. თუ ამის მიზეზი არ არის ძალით ვიქმნი, ვიგონებ. არც მიცდია სხვანაირად ცხოვრება...

ხშირად ვარ ღამის კლუბებში, ღამის პრეზენტაციებზე, როგორც ყველა მეც უარს არ ვამბობ ალკოჰოლზე. ნასვამი ვდგები კარგ ხასიათზე, არანაირი კომპლექსი და ცუდი ხასიათი აღარ მაწუხებს და ვარ ისეთი როგორიც უნდა ვიყო სინამდვილეში. თუმცა, ცხოვრებაში ფეხი არ ამრევია და ვინმემ შემამჩნოიოს რომ მთვრალი ვარ ასეც არ არის.
ლევანი რომ გავიცანი 18 წლის ვიყავი, გამხდარი არ ვყოფილვარ, მაგრამ არც მსუქანი. ამის შემდეგ კიდევ დავიკელი, სიყვარულმა რაღაც-რაღაცები გადამაწყვეტინა, მინდოდა მაქსიმალურად კარგ ფორმაში ვყოფილიყავი. მაგრამ მერე ორსულობის პერიოდში 55 კგ მოვიმატე...
ღამის სამ საათზე ტაქსს ვიძახებდი და ლევანს ვაღვიძებდი, რომ ჩემი საყვარელი ტორტი მოეტანა. მერე იყო ყველაზე რთული, იგივე დავრჩი, ვერ დავიკელი... ეს იყო ასმაგი დეპრესია. ჩემთვის წონა ყველაზე დიდი მტერია.
მე რომ დავბრუნდე ჩემს ნამდვილ სხეულში. არ იარსებებდა ჩემთვის არანაირი დაბრკოლება. მინდა ვიყო იმდენად თავისუფალი, რომ თუნდაც, რომ წამოვდგე ფეხზე, ამისთვის ზედმეტი მოძრაობა არ დამჭირდეს... წამოვფრინდე“...
მასალის გამოყენების პირობები






