გაზის ტარიფი შესაძლოა მხოლოდ იურიდიული პირებისთვის გაიზარდოს.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას "ყაზტრანსგაზ თბილისის" ხელმძრვანელმა გია ბენაშვილმა განაცხადა, ტარიფის გადახედვა სწორედ იურიდიულ პირებს შეეხებათ.
„ტარიფები, რომელიც დღეს მოქმედებს 2007-2008 წლებშია დადგენილი. მას შემდეგ ლარმა ცვლილებები განიცადა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ პრობლემები შიდა რეზერვით მოგვეგვარებინა და ტარიფი არ გაზრდილიყო. თუმცა კომპანიამ ოქტომბრიდან მოყოლებული ლარის კურსის ცვლილების გამო თითქმის 11 მილიონ ლარამდე დაკარგა. ჩვენ აღარ დაგვრჩა შიდა რეზერვები, რის ხარჯზეც შეიძლება ვიყიდოთ გაზი და თბილისს გაზმომარაგების პრობლემა არ ჰქონდეს", - განაცხადა ბენაშვილმა.
მისივე განმარტებით, ტარიფი მოსახლეობისთვის არ გაზირდება. იურიდიულ პირებზე ტარიფის გადახედვასთან დაკავშირებით კომპანიამ სემეკს უკვე მიმართა.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






