GWP-მ ჯავახიშვილის ქუჩაზე მაგისტრალური ქსელები ექსპლუატაციაში გაუშვა
საზოგადოება - 11:02, 26 Feb, 2015     666
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, ჯავახიშვილის ქუჩაზე (ყოფ. ელბაქიძის აღმართი) ახალგაყვანილი 500 და 400 მმ-იანი მაგისტრალური ქსელები წყალმომარაგების სისტემას მიუერთა და ექსპლუატაციაში გაუშვა. წყალმომარაგების სისტემასთან მიერთების სამუშაოებს წინ უძღოდა ახალი ქსელების გაყვანის, მათი ტესტირების, რეცხვისა და ლაბორატორიული შემოწმების პროცესი.

ყოფილი ელბაქიძის აღმართზე წყალსადენის 700-მეტრიანი ახალი ქსელები უმაღლესი ხარისხის ქარხნული წარმოების ფოლადის იზოლირებული მილებისგან მოეწყო, რომელზეც ახალი საკვანძო ჭები და ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდა. უახლოეს დღეებში, ელბაქიძის აღმართზე საკანალიზაციო ქსელის გაყვანის სამუშაოებიც დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ წყალსადენის ახალი ქსელების გაყვანისა და ტესტირების პროცესში, რასაც დაახლოებით 15 დღე დასჭირდა, ელბაქიძის აღმართის მაცხოვრებლებს წყლის მიწოდება არ შეფერხებიათ, რადგან მათი წყალმომარაგება კომპანიამ, დროებით, ალტერნატიული 400 მმ-იანი ქსელის მეშვეობით უზრუნველყო.

ყოფილი ელბაქიძის აღმართზე, კვლავაც გრძელდება კომპლექსური სამუშაოები. სამუშაოების დაგეგმვასა და განხორციელებაში თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურთან ერთად, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური სამსახურიც მონაწილეობს. სამუშაოების მიმდინარეობას კი საგანგებოდ შექმნილი საკოორდინაციო საბჭო კურირებს.



ლაშა ჯაფარიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42