მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ფინანსთა სამინისტროსთან ამ წუთებში აქცია - „შემოულაწუნე“ - გადადგეს ფინანსთა მინისტრი!!!“ მიმდინარეობს.
ადგილზე სამი არაასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი.
მათი განცხადებით ქვეყანაში არსებულ კრიზისულ მდგომარეობას მთავრობა ვერ უმკლავდება და ამიტომ მინისტრებმა პოსტები უნდა დატოვონ.
ბლოკ "არასაპარლამენტო ოპოზიციის" წევრი ბეჟან გუნავა აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა უნდა ჩადოს თავისი დაპირებული მილიონები ქართულ ეკონომიკაში რათა მოგვარდეს აღნიშნული პრობლემა.
„პირველი ჩვენი მოთხოვნა არის ფინანსთა მინისტრის გადადგომა. არავითარი "სავალუტო ფონდი". ბიძინა ივანიშვილმა ჩადოს დაპირებული მილიონები ქართლ ეკონომიკაში და ეს პრობლემაც მოგვარდება. დღეს ჩვენ შევეცდებით, ფინანსთა მინისტრს ცოტა დისკომფორტი შევუქმნათ. არა რაღაც ბუნდოვანი პასუხები, არამედ კონკრეტული, როდის დაუბრუნდება ლარი ისეთ კურსს, რომ მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი იქნება." - განაცხადა ბეჟან გუნავამ.
ნოე რამიშივლი
მასალის გამოყენების პირობები






