მთავრობამ ბიზნესს ქამრები შემოუჭირა?!
ბიზნესი & ეკონომიკა - 19:00, 25 Feb, 2015     1942
ლარის გაუფასურება კვლავ გრძელდება. ხელისუფლება ლარის გამყარებას სხვადასხვა მეთოდით ცდილობს, გავრცელებული ინფორმაციით ბიზნესსექტორზე გარკვეული ზეწოლა მიმდინარეობს, რომ ფასების მომატება არ მოხდეს და ამან მოსახლეობაში ხელისუფლებისადმი უკმაყოფილების დონე არ გაზარდოს.

ფარმაცევტული კომპანია „PSP“-ს დამფუძვნებელის კახა ოქრიაშვილის განცხადებით ლარის კურსის ვარდნით, ბიზნესი მნიშვნელოვნად ზარალდება, რადგან მათ უარი თქვეს მოგებაზე. ოქრიაშვილის ეს განცხადება გარკვეულ კავშირშია ჯანდაცვის მინისტრის განცხადებასთან:

„გვაქვს სამოქმედო გეგმა. მაგალითად, „PSP“-მ დაახლოებით 10 დასახელების მედიკამენტზე ფასი 20%-ით შეამცირა. დავაკვირდებით უახლოეს დღეებში დინამიკას თუ რამდენად მიბაძავენ ამ ფარმაცევტულ კომპანიას სხვები და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ“, - განაცხადა სერგეენკომ.

ამასთანავე, მითითებები გასცა ეროვნულმა ბანკმაც და კომერციულ ბანკებს დაავალა იმ ფიზიკური პირების სესხების რესტრუქტურიზაცია მოახდინოს, რომელთაც სესხი დოლარში აქვთ აღებული, ეროვნული ბანკის განცხადებით ეს გარკვეული შვება იქნება ამ ადამიანებისთვის.

ხელისუფლების ამ და მსგავსმა ქმედებებმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ეკონომიკის ექსპერტთა წრეებში. ”ნიუპოსტი” რამდენიმე მათგანს გაესაუბრა:

აღნიშნულ გადაწყვეტილებებს და მითითებებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება ეკონომიკის ექსპერტი პაატა შეშელიძე.
შეშელიძის განცხადებით ხელისუფლებას არ აქვს უფლება კერძო სექტორს დავალებები მისცეს, მისი თქმით ეს უკანონოა და აუცილებლად გამოიღებს უარყოფით შედეგებს.

ექსპერტ ლევან კალანდაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის ამ მითითებას მოსახლეობის მდგომარეობაზე გარკვეული პოზიტიური გავლენა ექნება, თუმცა გარკვეულ დისკომფორტს და უხერხულობას შექმნის კომერციულ ბანკებისთვის, რადგან მათ ვალის უკან მიღების პერიოდი გაუხანგრძლივდებათ.

„იმის გათვალისწინებით, რომ პრობლემა არის ძალიან, მძიმე და მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვის, თუ კომერციული ბანკები თავიანთი სოციალური პასუხისმგებლობით ჩაერთვებიან ამ პროცესში ეს დადებითი მომენტი იქნება.“- აცხადებს ლევან კალანდაძე.

ლევან კალანდაძის თქმით მას ეეჭვება, რომ ფარმაცევტული კომპანიები ნულოვანი მოგების რეჟიმზე მუშაობდნენ:

„ფარმაცევტულ პროდუქტებზე მოიმატა ფასებმა, ოფიციალურ სტატისტიკაში ყველაზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი ამ პროდუქტზეა, საფუძველი იმისა რომ ვირწმუნო ფარმაცევტული კომპანიების ეს განცხადება არ მაქვს, ეს უფრო პიარისთვის და ფასების მატების „გაპრავებისთვის“ გაკეთებული განცხადებაა“- აცხადებს კალანდაძე.

კალანდაძის განცხადებით, საკმარის ღონისძიებებს ახორციელებს თუ არა მთავრობა ამის მაჩვენებელი ციფრებია. „ლარის კურსი არ დასტაბილურებულა, ციფრებიდან გამომდინარე, ის ქმედებები, რაც აქამდე განხორციელდა, საკმარისი არ არის“- აღნიშნა კლანდაძემ.






















ნინო ზედგენიძე











მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42