მამაკაცი, რომელმაც რუსული სამხედრო მანქანა საქართველოში ჩამოიყვანა და განცხადება myauto.ge-ზე განათავსა ამბობს, რომ აღნიშნულ ბიზნესს აღარ გააგრძელებს.
ამის შესახებ შმაგი ტოხოშაშვილი „ნიუპოსტთან“ საუბარში აცხადებს.
მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით შექმნილი აჟიოტაჟით გაკვირვებულია.
„ეს რა ამბავი ატყდა. დავიღალე, უამრავი ჟურნალისტი მირეკავს. ეს ბოლოა, მანქანას კი არა, არაფერს აღარ ჩამოვიტან. ადრე ჩამოიყვანე ერთი მანქანა ახალი წლის ღამეს. ის გავყიდე“, - განაცხადა ტოხოშაშვილმა.
მისი თქმით, უკანონო არაფერი გაუკეთებია და მან თავის დროზე ავტომობილის შემოყვანისას საბაჟო კონტროლიც გაიარა.
„რა თქმა უნდა გავიარე საბაჟო კონტროლი. აბა ისე ვინ შემომაყვაინებდა ამ მანქანებს. ამას სამხედრო დანიშნულება არ აქვს. ყიდულობენ უფრო სოფლის მკვიდრი. ამ მანქანებს გამოიყენებენ ტყეში, მინდორში და ასე შემდეგ. ყველას რაღაც საკუთარი საქმისთვი სჭირდება. რატომ ატყდა ესეთი ამბავი არ მესმის“, - განაცხადა ტოხოშაშვილმა.
შეგახსენებთ, რუსულნომრიანი სამხედრო მანქანები თბილისში, ფოთში და სენაკში გამოჩდნენ.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






