მთავრობამ ბიზნესმენებს კონკრეტული საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა წარუდგინა. ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა საკმაოდ დიდია და ამ ნუსხაში შედის ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა, ეკონომიკის სამინისტროს მოქმედი შენობა, ბობოყვათის რეზიდენცია, წყნეთის სამთავრობო აგარაკების ტერიტორია, თბოელექტროსადგური, ლატარიის კომპანია და სხვა ობიექტები.
"ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩამონათვალი ობიექტების, რომელიც ლარის კურსს ძალიან მნიშვნელოვნად დაასტაბილურებს. ჩვენ ველოდებით, რომ ეს კურსი შეიძლება გამყარებისკენ წავიდეს ამ ქმედებების განხორციელების შედეგად, ამიტომ ვფიქრობ, რომ გვაქვს საფუძველი ვიყოთ რეალისტები, ფრთხილად ოპტიმისტები, ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგებს" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






