ფქვილის ფასმა ერთ ღამეში 4-5 ლარით მოიმატა - რას აპირებენ თბილისის პურის ქარხნები
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:53, 25 Feb, 2015     4479
ფქვილზე ფასის მატება ისევ გრძელდება. ,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, თუ გუშინ საღამოს წისქვილკომბინატებში ფქვილი 39 ლარი ღირდა, დღეს დილისთვის ფასმა 43 ლარზე მეტს მიაღწია, ხოლო ზოგიერთ წისქვილკომბინატში ფასის მატება საერთო ჯამში 8 ლარამდე აღწევს. ცნობილია, რომ ერთ კვირაში პურის ფასის მატებას ელოდებიან გურიის რეგიონში, კერძოდ ოზურგეთში შპს "ვასაძის პური" აცხადებდა, რომ ქარხანას მხოლოდ ერთი კვირის ფქვილის მარაგი აქვს, რომელიც დაბალ ფასში აქვს შეძენილი, ხოლო მარაგის ამოწურვის შემდეგ, ფქვილის ფასის მატება მათ მიერ წარმოებული პურის გაძვირებას გამოიწვევს.

რა ბედის ელის დედაქალაქში არსებულ პურის ქარხნებს და მოუწევთ თუ არა მწარმოებლებს პურზე ფასის აწევა? - ,,ნიუპოსტი“ თბილისის ერთ-ერთ მსხვილ საწარმოს, ლოტკინის პურის ქარხანის დირექტორის მოადგილეს დაუკავშირდა. როგორც კახა კუხალაშვილი ამბობს, მოიმატა ფასებმა არა მხოლოდ ფქვილზე, არამედ ყველა საჭირო პროდუქციაზე, რაც პურის ცხობასთან არის დაკავშირებული. თუმცა მისივე თქმით, ქარხანა მაქსიმალურად ცდილობს და ყველა ღონეს მიმართავს, რომ პური არ გაძვირდეს, რაც არსებულ ეკონომიკურ ფონზე, კიდევ უფრო მძიმედ დააწვება მოსახლეობას.

,,ფქვილის ფასი 5-6 ლარით უკვე გაძვირდა, ფქვილის გარდა გაძვირდა საფუარი, მარილი, შაქარი, შესაფუთი ცელოფანი, თუ რამე ესაჭიროება პურის ქარხანას, თითოეული დეტალიც კი გაძვირებულია. ისედაც ამ დაძაბულ ფონზე ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ და ვიკავებთ თავს, რომ პური არ გავაძვიროთ“ - აცხადებს კუხალაშვილი.

მისი თქმით, ქარხანა გამოსავალს საბანკო კრედიტის აღებაში ხედავს.

,,ბანკთდან დავიწყეთ მოლაპარაკება, რომ კრედიტი გამოვიტანოთ, იქნებ ეს ზარალი რაღაცნაირად შევავსოთ. ამ მძიმე სიტუაციაში პური რომ გავაძიროთ, თავს ამის უფლებას ვერ ვაძლევთ“ - ამბობს კუხალაშვილი.

რანმდენად გაუძლებენ პურის ქარხნები, კუხალაშვილი იმედს იტოვებს, რომ სიტუაცია დარეგულირდება, სხვა შემთხვევაში აღარაფერი დარჩება, თუ არა პურის გაძვირება.

,,ჩვენ ეხლა ბანკიდან ვიღებთ 30 ათას დოლარს, ანუ ეს პირდაპირ პროპორციულად უნდა ჩაიდოს წარმოებაში. შემდეგ უკვე ნელ-ნელა დავფარავთ. იმედი გვაქვს, რომ სიტუაცია დასტაბილურდება, თუ ასე არ მოხდა, მერე უკვე აღარაფერი გვრჩება და მოგვიწევს ალბათ პურის გაძვირება, თუმცა, როგორც გითხართი, იმედს ვიტოვებთ, რომ სიტუაცია გამოსწორდება“.

რაც შეეხება ფქვილის მატებასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ფასები ადრეც მაღალი იყო, ქარხნის ხელმძღვანელი ამბობს, რომ თუკი წლების წინ ფასი იყო 40-45 ლარი, სამაგიეროდ მაშინ სხვა დანარჩენ საჭირო პროდუქციაზე არ იყო ფასები მომატებული და ეროვნული ვალუტის კურსი არ იყო ასე დაცემული.

ეს იგივეა დღეს რომ 200 ლარი გახდეს პენსია, არანაირი მნიშვნელობა არ ექნება ამ მატებას დღევანდელ კურსთან მიმართებაში. ყველნაირად, წმინდა ადამიანური ფაქტორებიდან გამომდინარე, ვცდილობთ არ გავაძვიროთ“- ამბობს მწარმოებელი.

მისი თქმით, საწარმოს დაახლოებით 150-მდე თანამშრომელი ჰყავს, დაგეგმილი იყო თანამშრომლებზე ხელფასების მატებაც, თუმცა ამ ვითარებიდან გამომდინარე ეს ვერ ხერხდება.

,,მაინც რაღაც ღონე უნდა იხამრონ, რა დააშავა ამ ხალხმა, სახელმწიფო ვერ აგვარებს დოლართან მიმართებაში არსებულ პრობლემებს და ხალხმა რა დააშავა, ამ მხირვ წარმოებები არიან ძალიან ცუდ დღეში“ - აღნიშნავს კუხალაშვილი ,,ნიუპსტთან“ საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42