"მოკლევადიანი გეგმა ითვალისწინებს პრივატიზაციის დაჩქარებას. ამ გეგმაში ასევე იგულისხმება გაიზარდოს ცნობადობა და ტურისტული მიმზიდველობა საქართველოში. რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს, ბიუჯეტის და ფისკალური პოლიტიკის თვალსაზრისით პროგნოზის შემცირების კვალობაზე მოგვიწევს ბიუჯეტის გადახედვა. ბიუჯეტში არ შემცირდება ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტებისთვის, ასევე სოციალური კუთხით გამოყოფილი ხარჯები. ჩვენ სერიოზულ საგადასახადო სტიმულებზე ვმუშაობთ, ეს ეხება მშენებლობის სტმულირებას", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრას ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ესწრებოდნენ. ხელისუფლების წევრებმა ბზნესმენებთან ერთად ლარის გაუფასურების საკითხი განიხილეს.
მასალის გამოყენების პირობები






