„ზედაზენის“ ახალი პროდუქტი - დიეტური და დიაბეტური ლიმონათი ნულოვანი კალორიით
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:33, 25 Feb, 2015     6873
„ზედაზენის“ ლიმონათი მათთვის ვინც კალორიებს ითვლის და არა მხოლოდ მათთვის. ლუდსახარშ ზედაზენში ახალი პროდუქციის ხაზის დიეტური ლიმონათის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის დალევა დიაბეტით დაავადებულ პირებსაც შეეძლებათ.

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით დიეტური სასმელი მოსახლეობას ფასითაც გააკვირვებს და ლიმონათი ყველა სეგმენტის მოსახლეობისთვის სავსებით ხელმისაწვდომი იქნება.

ზედაზენის კომერციული დირექტორის კახა პაიჭაძის თქმით, ზედაზენის ახალ ლიმონათს არ ახასიათებს დიეტური სასმელების სპეციფიური გემო.

„ჩვენ შევქმენით პროდუქტი, რომელიც არის ფაქტობრივად ნულოვანი კალორიის შემცველი, ეს პროდუქტი არს განკუთვნილი ძირითადად იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცდილობენ ყოველდღიური კალორიების გაკონტროლებას, ასევე ეს არის უსაფრთხო დიაბეტის მქონე ადამიანებისთვისაც. ჩვენ ვიმუშავეთ ძალიან ბევრი იმისათვის რომ გადაგველახა ის პრობლემა რასაც ქვია დიეტური გემო, მოგეხსენებათ დიეტურ სასმელებს მოჰყვება დამახასიათებელი გემო. სწორედ ამიტომ, გვინდოდა შეგვექმნა ისეთი დიეტური სასმელი, რომელსაც ექნებოდა ჩვეულებრივი ლიმონათის გემო და ამ პრობლემას ჩვენ ნამდვილად გავუმკლავდით. დღეს უკვე ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია საკუთარ უბნის მაღაზიაში მოიკითხოს და შეიძინოს „ზედაზენის“ ლიმონათის დიეტური ვარიანტი ხელმისაწვდომ ფასად. 1ლიტრი ლიმონათი ეღირება 1 ლარი, ხოლო 2 ლიტრი ლიმონათის ფასი შეადგენს 1.80 თეთრს“. - განაცხადა კახა პაიჭაძემ

„ასეთი ტიპის სასმელი, შეიძლება ითქვას ნაკლებად მავნებელი იქნება და გადარჩენა იქნება მათთვის, განსაკუთრებულად კი ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის, რომლებიც ტკბილ სასმელებს ეტანებიან და ამამდროულად არიან ჭარბწონიანები და აქვთ რისკი იმისა, რომ შემდგომში განუვითარდეთ დიაბეტი“ განმარტა პროფესორმა ჯენარა ქრისტესაშვილმა, რომლის თქმითაც „ზედაზენის“ 0 პროცენტიანი ლიმონათი ნამდვილად დიდი აღმოჩენა იქნება ლიმონათის მოყვარულებისთვის.

„ზედაზენის“ ამ ინიციატივას დროულს უწოდებს მედიცინის დოქტორი თემურ გაგნიძე - „მივესალმები მსგავსი სახის პროდუქტის შექმნას, იმდენად რამდენადაც მოთხოვნა ნამდვილად დიდია. ჭარბწონიანობის პრობლემა საკმაოდ მწვავედ დგას დღეს ქართული საზოგადოების წინაშე, თუნდაც ჩვენი ტრადიციული, უგემრიელესი ქართული სამზარეულოს გამო და შეიძლება ითქვას, რომ „ზედაზენის“ 0 პროცენტიანი ლიმონათი დაგვიცავს შემდეგ განვითარებული რისკებისგან“ - განაცხადა თემურ გაგნიძემ.

ლიმონათის რეალიზაცია უკვე დაიწყო, დღეს უკვე ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ მაღაზიაში მოიკითხოს და შეიძინოს ლიმონათი ხელმისაწვდომ ფასად. 1ლიტრი ლიმონათი ეღირება 1 ლარი, ხოლო 2 ლიტრი ლიმონათის ღირებულება 1.80 თეთრი იქნება.



ლაშა ჯაფარიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42