“ასეთი პროექტების ხელშეწყობით და განხორციელებით ჩვენ სოფლის მეურნეობის განვითარებას და ეკონომიკის გაძლიერებას ვუწყობთ ხელს,“ აღნიშნა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე.
პროექტი მიზნად ისახავს 70 ჰექტარ ტერიტორიაზე ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენებას და გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობას, სადაც ლურჯი მოცვის ნაყოფის კალიბრაცია, შეფუთვა და სარეალიზაციოდ მომზადება მოხდება.
პროექტი 400 ადგილობრივს დაასაქმებს, საიდანაც 100 სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომელი და 300-მდე სეზონური მუშახელი იქნება. მსოფლიოში ლურჯი მოცვის მოხმარების მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანია გეგმავს პროდუქციის 90%-ის ექსპორტზე გატანას. როგორც კოვზანაძემ აღნიშნა, ფონდი ქართული პროდუქტის ექსპორტის წახალისებაში სერიოზულ წვლილს შეიტანს.
პროექტს მხარდაჭერას „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება“ - GiZ-ი და „ხალიკ ბანკი“ გაუწევს. პროექტის ჯამური ღირებულება 6.7 მლნ. აშშ დოლარია.
საპარტნიორო ფონდის შესახებ
სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდი საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წელს დაარსდა. სახელმწიფო ფლობს ფონდის 100 %-ს. საპარტნიორო ფონდის აქტივები 5 მილიარდ ლარს აჭარბებს. ფონდი ფლობს „საქართველოს რკინიგზის“, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა“ და ნაწილობრივ, „თელასის“ აქციებს. ფონდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა საინვესტიციო მიმართულებებთან ერთად, ამ სახელმწიფო სტრატეგიული აქციების სწორი კორპორატიული მართვა.
VANRIK-ის შესახებ
2011 წლიდან კომპანია გურიის რეგიონში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში 50 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ფლობს, სადაც აშენებს და ავითარებს ლურჯი მოცვის პლანტაციას. კომპანიას აქვს არსებული პლანტაციებიდან მიღებული გამოცდილება ლურჯი მოცვის კულტივაციის და მისი რეალიზაციის მიმართულებით, როგორც საქართველოში ასევე საექსპორტო ბაზარზე. კომპანია VANRIK ფლობს Global Gap-ის სერტიფიკატს, რომელიც მას ევროკავშირის ქვეყნებში პროდუქციის ექსპორტის განხორცილების საშუალებას აძლევს.
ლაშა ჯაფარიძე
მასალის გამოყენების პირობები






