გიორგი მოსიძე ინტელექტ-კლუბის მოაზროვნეთა პოლიტიკური კურსის შესახებ
საზოგადოება - 11:54, 25 Feb, 2015     1441

ინტელექტუალური კლუბის - „რა სად როდის“-ის წამყვანი გიორგი მოსიძე სოციალურქსელში, იტელექტ-კლუბთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება.

მოსიძე აღნიშნავს, რომ ინტელექტ-კლუბი არ ერევა პოლიტიკაში, არ მართავს კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან და არ აფიქსირებს პოლიტიკურ პოზიციას.

მისი თქმით, კლუბის ნებისმიერი მოაზროვნე თავისუფალია თავის პოლიტიკურ არჩევანში, შეუძლია გაწევრიანდეს სადაც სურს და დააფიქსირუოს საკუთარი პოლიტიკური პოზიცია.

"ბაქოში ვიმყოფები ბრეინ-რინგის მსოფლიო ჩემპიონატზე, ნაკლებად მაქვს ქართული ნიუსებისთვის თვალყურის დევნების საშუალება, ამიტომ შევეცდები ერთბაშად გავცე პასუხი ბოლო დღეებში ინტელექტ-კლუბთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს:

1) ინტელექტ-კლუბი "რა? სად? როდის?" არის აპოლიტიკური საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს განსხვავებული (მათ შორის პოლიტიკური) შეხედულებების ათი ათასამდე ადამიანს. ეს არის ტიპიური კლუბი ინტერესის მიხედვით, რომლის ძირითადი ფუნქციაა ინტელექტუალური თამაშების ჩატარება და პოპულარიზაცია. ინტელექტ-კლუბი არ ერევა პოლიტიკაში, არ მართავს კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან, არ აფიქსირებს პოლიტიკურ პოზიციას და მითუმეტეს არ "მიდის პოლიტიკაში". ამიტომ ყველანაირი სპეკულაცია კლუბის პოლიტიზაციასთან დაკავშირებით არის აბსურდი და არ შეეფერება სინამდვილეს.

2) კლუბის წევრი მოთამაშეების (ჩვენ მათ ვუწოდებთ მოაზროვნეებს) გარკვეული ნაწილი ყოველთვის იჩენდა ინტერესს პოლიტიკის სფეროს მიმართ, ზოგიერთს კი ეკავა და უკავია სახელმწიფო თანამდებობები (გვყავდა მინისტრიც, მინისტრის მოადგილეც, გენ.პროკურორის მოადგილეც, პარლამენტის წევრებიც და ა.შ.). კლუბის მოაზროვნეები ყოველთვის თავისუფალი იყვნენ თავიანთ პოლიტიკურ პრეფერენციებში და ამ ნიშნით (ისევე როგორც რაიმე სხვა ნიშნით) დისკრიმინაციას კლუბში არასოდეს ჰქონია ადგილი. კლუბის ნებისმიერი მოაზროვნე თავისუფალია თავის პოლიტიკურ არჩევანში, შეუძლია გაწევრიანდეს სადაც სურს, შეხვდეს ვისაც სურს და დააფიქსიროს ის პოლიტიკური პოზიცია, რაც სურს. ეს იქნება მხოლოდ მისი, კერძო პირის პოზიცია და სხვა არაფერი. არავის (მათ შორის მე), არა აქვს უფლება გააკეთოს პოლიტიკური განცხადება კლუბის სახელით, რისი პრეცედენტიც არ დაფიქსირებულა კლუბის არსებობის 24 წლის მანძილზე. ამიტომ, თუ ვინმე არის პოლიტიკური პარტიის წევრი (ასეთები საკმაოდ გვყავს), ან მხარდამჭერი (ასეთები კიდევ უფრო მეტია), ან უბრალოდ ხვდება პოლიტიკოსებს - ეს არის ამ კონკრეტული პირების კერძო ქმედება და სხვა არაფერი. ჩვენი კლუბის ყველა მოაზროვნეს რომელიც იყო პოლიტიკაში, არის ამჟამად ან აპირებს წასვლას მომავალში, ვუსურვებ წარმატებას ამ მეტად რთულსა და საპასუხისმგებლო გზაზე...

3. ქართული ინტელექტ-კლუბის პირველი არასატელევიზიო თამაში გაიმართა 1991 წლის შემოდგომაზე და რეგულარულად ტარდება დღემდე. სატელევიზიო გადაცემა ეთერში გადის 1996 წლიდან (პაუზით 2002 - 2007 წწ) და ამ 19 წელიწადში შეიძინა საკულტო სტატუსი. უკვე აღიზარდა რამდენიმე თაობა და ჩამოყალიბდა/დამკვიდრდა ქართველი რასადროდის მოაზროვნის პოზიტიური იმიჯი. ქართული ინტელექტ-კლუბი რამდენჯერმე დასახელდა "მსოფლიოს წლის საუკეთესო კლუბად", ჩვენმა ნაკრებმა მოიგო პრაქტიკულად ყველა შესაძლო საერთაშორისო ჯილდო, მიმდინარე წლის ნოემბერში კი, პირველად ისტორიაში, თბილისი უმასპინძლებს მსოფლიოს ჩემპიონატს ინტელექტუალურ თამაშში "რა? სად? როდის?". მთელი ეს წლები ინტელექტ-კლუბი იყო და არის სტაბილურობის, ურთიერთპატივისცემისა და პროგრესის სიმბოლო ქართულ ინტელექტუალურ სივრცეში. გამოვხატავ რწმენას, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება". - წერს სოციალურქსელში გიორგი მოსიძე.


ნოე რამიშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42