ოზურგეთში პური ერთ კვირაში გაძვირდება
ბიზნესი & ეკონომიკა - 21:36, 24 Feb, 2015     2238
ლარის კურსის ვარდნასთან ერთად პურის გაძვირებას ელოდებიან ოზურგეთში. ცნობილია, რომ წისქვილკომბინატებში ფქვილის ფასი აიწია. როგორც ,,ნიუპოსტს“ კომპანიის წარმომადგენლებმა განუცხადეს, იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივი ხორბალი უკვე აღარ არის და წისქვილკომბინატები იმპორტულ ხორბალზე მუშაობენ. ფასის ცვლილება პირდაპირ მიბმულია დოლარის კურსთან.

"გვაქვს ფქვილის 8-10 დღის მარაგი, რომელიც ძველი ფასებითაა შეძენილი, რაც იმას ნიშნავს რომ მინიმუმ ერთი კვირა პური არ გაძვირდება, მაგრამ თუ ისევ განაგრძო ლარმა დოლართან მიმართებაში გაუფასურება და აიწია პურის ფქვილის ფასმა, თავისთავად გაძვირდება როგორც პური, ასევე პურ-პროდუქტები."- განაცხადა შპს "ვასაძის პურის" დირექტორის მოადგილემ, ბიძინა ვასაძემ.

მისივე განცხადებით, ერთი კვირის შემდეგ თუ ისევ განაგრძო ლარმა დოლართან მიმართებაში გაუფასურება, პროდუქცია მინიმუმ 10-15%-ით გაძვირდება.

შპს "ვასაძის პური" ოზურგეთში ფუნქციონირებს, პროდუქციით დასავლეთ საქართველოს ამარაგებს და მას ამ ბაზრის მნიშვნელოვანი სეგმენტი უჭირავს.

თეა იოსელიანი, გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42