წყალსადენის ორი ახალი ქსელის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთების მიზნით, დღეს, 19:00 საათიდან, ხვალ, 25 თებერვლის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
ჯავახიშვილის, უშანგი ჩხეიძის ქუჩებს, მარჯანიშვილის ქუჩის მცირე ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება.
ასევე, დღეს, 21:00 საათიდან წყლის მიწოდება დაბალი წნევით მოხდება:
რუსთაველის გამზირის მცირე ნაწილში, ელბაქიძის აღმართისა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ქუჩებზე.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. წყალმომარაგება აღდგება ხვალ, 25 თებერვლის 08:00 საათიდან, ეტაპობრივად, ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე.
წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოფიციალურ Facebook-გვერდზე და ვებგვერდზე -http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli/1685-tbilisis-zogiert-quchas-tskhalmomarageba-sheezghudeba
ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ).
საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის აცხადებს, რომ მას მოლაპარაკებები არ გაუმართავს ამგვარ საკითხებზე.
ლაშა ჯაფარიძე
მასალის გამოყენების პირობები






