„ზედაზენის“ ახალი პროდუქტი - დიეტური და დიაბეტური ლიმონათი ნულოვანი კალორიით
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:56, 24 Feb, 2015     3075

ლიმონათი მათთვის ვინც კალორიებს ითვლის და არა მხოლოდ მათთვის. დღეს ლუდსახარშ ზედაზენში ახალი პროდუქციის ხაზის დიეტური ლიმონათის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის დალევა დიაბეტით დაავადებულ პირებსაც შეეძლებათ.

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით დიეტური სასმელი მოსახლეობას ფასითაც გააკვირვებს. მიუხედავად ლარის კურსის ვარდნისა, ლიმონათი ყველა სეგმენტის მოსახლეობისთვის სავსებით ხელმისაწვდომი იქნება.

ზედაზენის კომერციული დირექტორის კახა პაიჭაძის თქმით, ზედაზენის ახალ ლიმონათს არ ახასიათებს დიეტური სასმელების სპეციფიური გემო.

„ჩვენ შევქმენით პროდუქტი, რომელიც არის ფაქტობრივად ნულოვანი კალორიის შემცველი, ეს პროდუქტი არს განკუთვნილი ძირითადად იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცდილობენ ყოველდღიური კალორიების გაკონტროლებას, ასევე ეს არის უსაფრთხო დიაბეტის მქონე ადამიანებისთვისაც. ჩვენ ვიმუშავეთ ძალიან ბევრი იმისათვის რომ გადაგველახა ის პრობლემა რასაც ქვია დიეტური გემო, მოგეხსენებათ დიეტურ სასმელებს მოჰყვება დამახასიათებელი დიეტური გემო. სწორედ ამიტომ ჩვენ გვინდოდა შეგვექვმა ისეთი დიეტური სასმელი რომელსაც ექნებოდა ჩვეულებრივი ლიმონათის გემო. ჩვენ ამ პრობლემას გავუმკლავდით და უკვე წარმოებულ პროდუქტს ჩვეულებრივი ლიმონათის გემო აქვს.

კახა პაიჭაძემ ლიმონათის ფასზეც გაამახვილა ყურადღება.

რეალიზაციაში ამ კვირიდან დავიწყებთ ქსელის შევსება, დღეს უკვე ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია საკუთარ უბნის მაღაზიაში მოიკითხოს და შეიძინოს ლიმონათი ხელმისაწვდომ ფასად. ჩვენ ვიმუშავეთ იმაზეც რომ ლიმონათის ფასი არ გაზრდილიყო მიუხედავად ლარის კურსის ვარდნისა. ფასი არის იმაზე ოდნავ მეტი ვიდრე ჩვენ ვგეგმავდით. 1ლიტრი ლიმონათი ეღირება 1 ლარი, ხოლო 2 ლიტრი ლიმონათის ფასი შეადგენს 1.80 თეთრს“. - განაცხადა კახა პაიჭაძემ “NewPosts”-თან საუბრისას.



ნოე რამიშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42