"ყოველგვარი ყოყმანის გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში ფინანსური კრიზისია"- რომან გოცირიძე
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:49, 24 Feb, 2015     2798
ეროვნული ვალუტის გაუფასურების შეუჩერებელ პროცესს ეკონომიკის ექსპერტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"დღეს უკვე ყოველგვარი ყოყმანის გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში ფინანსური კრიზისია. ეს არც პირველია და არც უკანასკნელი მსოფლიოში. დავძლევთ როგორმე.
მთავარია მთავრობამ, იმ შეცდომებს, რომელმაც აქამდე მიგვიყვანა, არ დაუმატოს კიდევ უფრო მეტი და არ დაუდოს საფუძველი ეკონონიკის ნგრევას.
ნურავინ შეეწინააღმდეგება ფასების საბაზრო წარმოქმნას და პოლიტიკური მიტივით გაზზე, ელექტროენერგიაზე და სხვარეგულირებადი ფასების ზრდის შეჩერებას. ეს იქნება მხოლოდ დროებითი, შეკუმშული ზამბარის ეფექტის მქონე, რომელიც მძიმედ დაარტყამს უკუვარდნისას მთელ ქვეყანას და განსაკუთრებით ხელისუფლებას.
უნდა შეწყდეს დემაგოგიური და არაკომპეტენტური დაპირებები წამლებისა და სხვა საქონლის სუბსიდირების შესახებ. ამის რესურსი ქვეყანას არა აქვს. მისი მცდელობა ამ ბაზარსაც მოშლის და შედეგიც ნულის ტოლი იქნება.
ახლა მთავარია მაკროეკონომიკური გარემოს გაჯანსაღება. ყოველი მცდელობა რეიტინგის შენარჩუნების კონტექსტში ქმედებისა, იმ რეიტინგსაც ნულამდე დასცემს დაქვეყნის ეკონომიკურ ზრდასაც.
შეკვეცა ჩინოვნიკების რაოდენობასაც და ხელფასებსაც არ შეეხებაო! ნურას უკაცრავად! როგორც მოიყვანეთ მეგობრები, ნათესავები, პარტიული მხარდამჭერები გაუშვით ისევე. თუ არა, მათთან ერთად გაგიშვებთ ხალხი."- წერს რომან გოცირიძე.

ნინო ზედგენიძე




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42