ექსკლუზივი: ფქვილი გაძვირდა - შესაძლოა პურის ფასმა მოიმატოს, რას აცხადებენ წისქვილკომბინატები
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:38, 24 Feb, 2015     4632
უნდა ველოდოთ თუ არა პურის გაძვირებას, ამ თემაზე ჯერ კიდევ ლარის კურსის ვდარნის პირველსავე დღეებში დაიწყო საუბრები. ,,ნიუპოსტის" ინფორმაციით, ფქვილი უკვე გაძვირდა და ეს არ არის გეგმიური გაძვირება, რომელსაც ადგილი აქვს გაზაფხულზე, არამედ პურის ფქვილის ამ ეტაპზე გაძვირება ეროვნული ვალუტის გაუფასურებას უკავშირდება, ხოლო რაც შეეხება საგაზაფხულო გემიურ გაძვირებას, სავარაუდოდ, ფასი კიდევ უფრო აიწევს. ,,ნიუპოსტის" ინფორმაციით, ფასმა ამ ეტაპზე 2-3 ლარით მოიმატა.

რას აცხადებენ ფქვილის მწარმოებელი კომპანიები - როგორც ,,ნიუპოსტის" კორესპონდენტს გორის წისქვილკომბინატის დირექტორი ესაუბრა, ლარის კურსის ვარდნის პარალელურად კომბინატმა ფქვილი ფასი გაზარდა.

შ.პ.ს "კარმენის" კომერციული დირექტორი „ნიუპოსტთან“ საუბრისას ამბობს, რომ ფქვილის ფასმა 2 ლარით მოიმატა. მერაბ დათვიაშვილი არ გამორიცხავს, ფქვილის ფასი კიდევ გაიზარდოს, რადგან მისი თქმით, მათ პროდუქცია რუსეთიდან, უკრაინიდან და ყაზახეთიდან შემოაქვთ და ხორბალში დოლარის გადახდა უწევთ.

„ჩვენ ძირითადად პროდუქციას ვყიდულობთ რუსეთიდან, უკრაინიდან და ყაზახეთიდან, ამას ვყიდულობთ დოლარში. ძალაუნებურად კურსი, რომ მაღლა მიდის პროდუქციის ფასიც იწევს, ფქვილის და ქატოსიც. დღეის მდგომარეობით შეძლებისდაგვარად ვყიდით დოლართან შეფარდებით. დღეის მდგომარეობით 39 და 38 ლარშიც ვყიდით თუ კიდევ მოიმატებს დოლარი ბუნებრივია გავაძვირებთ“, - ამბობს მერაბ დათვიაშვილი.

რაც შეეხება რუსთავში არსებულ კომპანია ,,თავთუხს", აქ ვითარება კიდევ უფრო მძიმეა. კომპანია გაჩერებულია. ,,ნიუპოსტთან" საუბარში კომპანია ,,თავთუხის" წარმომადგენელი აცხადებს, რომ ისინი ძირითადად იმპორტირებულ ხორბალზე არიან დამოკიდებულნი და ბოლო პერიოდის განმავლობაში ხორბლის შესაძენად, შესაბამისი ფინანსების მოძიება ვერ მოხერხდა.

წისქვილკომბინატ „ჯეომილის“ გაყიდვების მენეჯერის განცხადებით, პროდუქციის ფასი დოლარის კურსის ცვალებადობასთან ერთად იცვლება, დღეის მდგომარეობით ერთი ტომარა ფქვილის ფასი 39 ლარია, თუმცა კომპანიის წარმომადგენელი ფასების მატებას არ გამორიცხავს.

„ფასები იცვლება თითქმის ყოველკვირას, რაც დოლარი იცვლება იმასთან შედარებით ვცდილობთ მინიმალურაად შეიცვალოს ფასი. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ფასმა დაახლოებით სამი ლარით მოიმატა “- აცხადებს გიორგი ბერიანიშვილი ,,ნიუპოსტთან“ კომენტარში.

კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივი ხორბალი უკვე აღარ არის და წისქვილკომბინატები იმპორტულ ხორბალზე მუშაობენ. ფასის ცვლილება პირდაპირ მიბმულია დოლარის კურსთან.

ფქვილის გაძვირების ფონზე მოიმატებს თუ არა პურის ფასი, ეს კითხვა ლოგიკურად ჩნდება. პურის გაძვირება კი ის ,,უკანასკნელი ბასტიონია", რომლის შემდეგაც პირველადი მოხმარების საგნებზე ფასების ზრდა სრულიად უკონტროლო გახდება. მოსახლეობა ზოგადად ფასების მატებას უკვე აპროტესტებს, „თუ ასე გაგრძელდა, დროა ქუდი დაიხურონ და წავიდნენ“ - ასე ეხმაურება ერთ-ერთი გორელი პროდუქტებზე ფასების ზრდას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42