მერია სერვისის მომწოდებელი კომპანიების და ფიზიკური და იურიდიული პირების სამუშაოების მონიტორინგს განახორციელებს.
ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ განაცადა.
მისი თქმით, მონიტორინგი ორი კვირის განმავლობაში განხორციელდება.
სუდაძის განმარტებიოთ, მონიტორინგის დროს აღმოჩენილი დაზიანების შესახებ ინფორმაცია ზედამხედველობის სამსახურს მიეწოდება, რაზეც ის კანონით გათვალისწინებულ ღონისძებებს განახორიცელებს.
„მოვუწოდებს თბილისში მიწისქვეშა კომუნიკაციების მფლობელ კომპანიებს და კერძო, იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს გადაამოწმონ და უმოკლეს ვადებში აღმოფხვრან დაზიანებები, რომლებიც გამოწვეულია მათი საქმიანობიდან გამომდინარე. ასევე მნიშვნელოვანია ქალაქის მასშტაბით გზების მდგომარეობა იყოს დამაკმაყოფილებელი და შესრულებული სამუშაოები პასუხობდეს მოთხოვნილ სტანდარტებს“, - განაცხადა სუდაძემ.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






