(გიუნზერბურგის ქარხანა)
უკვე მეთექვსმეტე წელია, რაც „მაკდონალდსი“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რესტორანია საქართველოში. დამეთანხმებით, რომ ერთხელ გასინჯვის შემთხვევაში შეუძლებელია დაგავიწყდეს ის განუმეორებელი გემო, რომლის წყალობითაც „მაკდონალდსის“ სენდვიჩები დღემდე ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი საკვებია მთელ საქართველოში. მე დამაინტერესა, თუ რა აძლევდა „მაკდონალდსის“ სენდვიჩებს განსაკუთრებულ გემოს და ამის გასარკვევად ‘’მაკდონალდსის’’ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდს მივმართე.
თურმე, 100% საქონლის წინა და უკანა მეოთხედის კუნთის საუკეთესო ნაჭრები პირდაპირ გერმანიის ქალაქ გიურზენბურგში მდებარე ქარხნიდან მოემართება საქართველოსკენ. იმისათვის, რომ პროდუქტმა ვარგისიანობა და ყველა დადებითი თვისება შეინარჩუნოს, მას „შოკ-ფრიზერით“ ყინავენ. ხორცი გაყინვამდე არაერთ კონტროლს გადის და მხოლოდ შემოწმების შემდეგ ხვდება ‘’მაკდონალდსის’’ სამზარეულოში.
გიუნზბურგის ქარხანა მარაგდება მხოლოდ გერმანული და ავსტრიული ფერმებიდან, უმაღლესი ხარისხის 100% საქონლის ხორცით; ცნობილია, რომ ხორცი ზემოხსენებული რეგიონებიდან გამოირჩევა საუკეთესო გემოვნური თვისებებით. საბოლოო პროდუქტი არ შეიცავს არანაირ დანამატს. აღსანიშნავია ისიც, რომ „მაკდონალდსი“ ატარებს ხარისხისა და არა გენმოდიფიცირებული პროდუქტის სერთიფიკატებს. ასევე „მაკდონალდსში“ მკაცრად არის დაცული პროდუქტის წარმოებისა და შენახვის ვადები.
როგორც ყველამ კარგად ვიცით, მაკდონალდსის პროდუქტების შეფუთვას თან ახლავს შემადგენლობა და კალორიულობა, რაც მაქსიმალურად ეხმარება მომხმარებლებს, რომლებიც იცავენ დიეტას და აკონტროლებენ კვების რაციონს.მასალის გამოყენების პირობები






