,,არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების ოდენობას უკავშირდება. თუ ქამრების შემოჭერამ ფორმალური ხასიათი მიღო, ამ ღონისძიების ეფექტი დაბალი იქნება და ლარის გაჯანსაღებაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს. იმისთვის, რომ რეალური ქამრების შემოჭერის პოლიტიკა განხორიცლებდეს ანუ თავად ხარჯების ოპტიმიზაცია ხელშესახები და რეალური გახდეს, ამისთვის საჭიროა არა მხოლოდ პრემიების თანხის შემცირება, არამედ გარკვეული სახელისუფლებო და სახელმწიფო ადმინისტრაციის ოპტიმიზაციის პოლიტიკის გატარება, მათ შორის საკადრო ოპტიმიზაციის. ვგულისხმობ კადრების შემცირებას. ასევე უნდა შეიკვეცოს და თითქმის განულდეს სახელმწიფო სტრუქტურების პრაქტიკულად ყველა კაპიტალური ხარჯები, მინიმუმამდე უნდა დავიდეს ხარჯები სატრანსპორტო მომსახურებასთან დაკავშირებით. ასევე მნიშვნელოვანია საბიუჯეტო მიდგომები და საბიუჯეტო პრიორიტეტების გადახედვა“
რაც შეეხება ეკონომიკური გუნდის პასუხისმგებლობის საკითხს, ლევან კალანდაძე ამის აუცილებლობას ვერ ხედავს იმ მიზეზით, რომ მისი თქმით, მთავარია რაციონალური გეგმის წარმოდგენა, სხვა შემთხვევაში პიროვნებების ცვლა შედეგს ვერ მოიტანს თუ არ იქნა კონკრეტული საქმოქმედო გეგმა წარმოდგენილი.
,,მე ვერ ვხედავ ეკონომიკური გუნდის გადადგომის აუცილებლობას. ამით არაფერი შეიცვლება. ეს რაიმე ფისკალური ან მონეტარული ცვლილებების გამომწვევი არ იქნება. უფრო რაციონალური იქნება დაველოდოთ ხელისუფლების კონკრეტული სამოქმედო გეგმის წარმოდგენას და აქედან გამომდინარე ვიმსჯელოთ, არის თუ არა შესაძლებლობა, რომ ამ პირობებში რაიმე გამოსწორდეს. თუ ხელისუფლება რაციონალურ მოსაზრებას წარმოადგენს მივცეთ საშუალება, რომ ის დაშვებული შეცდომები გამოასწოროს. თუ წარმოდგენილი პროექტი არაეალისტური იქნება, იმ გამოწვევის რაც არის, ბუნებრივია, უნდა ვიფიქროთ საკადრო ცვლილებებზე“ - აცხადებს ლევან კალანდაძე.
მასალის გამოყენების პირობები






