,,ოპტიმიზმის მიზეზს ვერ ვხედავ. ქამრების შემოჭერა დაგვიანებულია“ - ბესიკ ალადაშვილი
ბიზნესი & ეკონომიკა - 19:43, 23 Feb, 2015     3220
„ოპტიმიზმის მიზეზს ვერ ვხედავ“ - ასე აფასებს ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებას ეკონომიკის ექსპერტი ბესიკ ალადაშვილი. ,,ნიუპოსტთან“ საუბარში ალადაშვილი ამბობს, რომ პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, დღეს არ დაწყებულა , არამედ ეს დაიწყო 2012 წლის ბოლო და გრძელდებოდა 2013-2014 წლებში.

,,სამწუხაროდ, მთავრობის გადაწყვეტილება „ქამრების შემოჭერის“ შესახებ დაგვიანებულია. ეს უნდა გაკეთებულიყო გაცილებით ადრე.თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. თუმცა 12%-იანი შემცირება ხარჯების საკმარისი არ იქნება, ხარჯები უფრო მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს, განსაკუთრებით ბიუროკრატიული აპარატის შენახვის და სახელმწიფოს მიერ გაცემული ხარჯები , რომლის უკუგებას ხანდახან ვერ ვხედავთ ხოლმე“.

რა არის გამოსავალი? - ალადაშვილი ფიქრობს, რომ ამ ვითარებაში შესაძლოა შედეგის მომტანი იყოს ეროვნული ბანკის მნიშვნელოვანი ინვესტიცია.

,,ამ მდგომარეობიდან გამოსავალზე ექსპერტებშიც აზრთა სხვადასხვაობაა. ვფიქრობ, რომ პროცესები აქამდეც არ უნდა მისულიყო. ეროვნული ბანკი იმიტომ არსებობს, რომ განახორციელოს ინტერვენცია და ლარის კურსის შენარჩუნება, მითუმეტეს ისეთი იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ასე, რომ ეროვნული ბანკის მნიშვნელოვანი ინტერვენცია შეიძლება შედეგის მომტანიც იყოს და სიგნალის მიმცემიც ბაზარზე მოთამაშეებისთვის, რომ სახელმწიფო აკონტროლებს ლარს და თვითნებაზე არ უშვებს მას“.

რაც შეეხება ეკონომიკური გუნდის პასუხისმგებლობას, ექსპერტის თქმით, პასუხისმგებლობა უნდა გაიყოს კოლეგიალურად ეროვნულმა ბანკმაც, ფინანსთა სამინისტრომაც თავისი ხარჯებით. ალადაშვილი მიიჩნევს, რომ მთავარი ვინმეს გადადგომა კი არა, არამედ ისაა, თუ ვინ რა რეცეპტს დადებს პრობლემის აღმოსაფრხვრელად.

,,როდესაც საუბარია, რომ ბიუჯეტი მაინდამაინც უნდა შესრულდეს და ასეულობით მილიონი დაიხარჯოს, ეს იდეაფიქსია და ამას დასაბუთება სჭირდება. ასევე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ეკონომიკის სამინისტრომ, თუ რა ხდება ტურიზმთან და ინვესტიციებთან დაკავშირებით. ასე, რომ ყველა რგოლმა, ეკონომიკურმა თუ პოლიტიკურმა თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. რაც შეეხება იმას უნდა გადადგეს თუ არა მთავრობის ეკონომიკური გუნდი, მინისტრის შეცვლვა პანაცეა არ არის. მთავარია ვინ მოიტანს გეგმას. თებერვალი გადის და რეალური გეგმა არ უჩანს ეკონომიკურ გუნდს თუ რა რეცეპტი აქვს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. თავის მოტყუებაა, რომ არაფერი ხდება. სამწუხაროდ ხდება. თუ ამ კონკრეტულ გუნდს რეცეპტი არ აქვს, მაშინ ახალი გუნდი უნდა მოვიდეს არა გვარ-სახელებით, არამედ კონკრეტული რეცეპტით“.

ეკონომიკის ექსპერტი ,,ნიუპოსტთან“ აცხადებს, რომ ის ოპტიმიზმის მიზეზს ვერ ხედავს.

,,როდესაც ეკონომიკური გუნდის განცხადებებს ვუსმენ, თითქოს თვითდამშვიდებას არიან მიცემული. შეხედეთ თბილისის ქუჩებს საშინელებაა. კიდევ ერთხელ ვამბობ, მთავარია ვინ მოიტანს გეგმას. აქ გვარების და პიროვნებების შეცვლა არაფერს მოგვცემს, თუ რეალურად გუნდის მიერ არ იყო გადაწყვეტილება მიღებული. რა იქნება არ ვიცი. თუმცა სიმართლე გითხრათ ოპტიმზმი ნაკლებად მაქვს“ - აცხადებს ბესიკ ალადაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42