„ბევრის თქმა შემიძლია კიდევ, მაგრამ ვის ველაპარაკო“?! - კითხულობს ამერიკაში მყოფი გია ხუროშვილი და ოსკარის თემას ეხმიანება. ნაციონალური მოძრაობის გუნდის ყოფილი წევრი „ოსკარის“ ორგანიზებას აკრიტიკებს და მკითხველს იმ სქემას სთავაზობს რაც მისი თქმით მიშას დროს განხორციელდებოდა.
გია ხუროშვილი: „ეს მათთვის ვინც თვლით, რომ მიშა პომპეზურია!
რა მოხდებოდა მიშას დროს, "მანდარინების" ოსკარზე წარდგენის დროს? (რაც არ მოხდა "არაპმეზური" ოცნების დროს?)
1. მსახიობები და რეჟისორი, მთელი შემოქმედებითი ჯგუფი გაფრინდებოდა მიშას ბოინგით.
არ დარჩებოდნენ თურქეთში, არ დაკარგავდნენ პასპორტს, არ ჩავიდოდნენ სახეწაშლილები......
2. შემოქმედებითი ჯგუფის PR -ს საკუთარი ცნობადობის ხარჯზე, ასევე წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით გააკონტროლებდა და წარმართავდა მიშა!
- მინიმუმ, ჩვენს მსახიობებს ოსკარის მსვლელობისას, ერთხელ მაინც დავინახავდით კადრში....
ეყოლებოდათ პროფესიონალი ფოტოგრაფი, და მსახიობებს ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენის ამსახველი ფოტოები ტელეფონით არ ექნებოდათ სამოყვარულო დონეზე გადაღებული.
3. ამ ვიზიტის ორგანიზებაში ჩართული იქნებოდა და ადგილზე დააღამებდა და გაათენებდა კულტურის მინისტრი, მთავრობის "პრადვინუტი" წევრები, საელჩო და მთელი ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობა, რომ მეტი პოპულარიზაცია მომხდარიყო ქვეყნის!
.............
მოკლედ ამას აკეთებდა "9 წელი პომპეზური მთავრობა", ამ შრომატევადი საქმიანობის დროს,
შეიძლება გაეკეთებინათ მასაჟიც და ა.შ. მაგრამ
ლარის კურსი იყო სტაბილური,
ქვეყნის ეკონომიკა 2% ზე ბევრად მეტით იზრდებოდა,
ხალხს ასე მასობრივად არ შიოდა და არც შიმშილის რისკის ქვეშ იყვნენ,
მასიურად არ იხურებოდა მაღაზიები და სხვა ობიექტები....
კრიმინალები არ დათარეშობდნენ თბილისის ქუჩებში და ოსკარის დაჯილდოვების ცერემონია, შეიძლება საჯარო ჩვენებითაც წარმართულიყო ევროპის მოედანზე, სადაც თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს შეუქმნიდნენ ემოციურ და დასამახსოვრებელ გარემოს.....
ბევრის თქმა შემიძლია კიდევ, მაგრამ ვის ველაპარაკო?!
შეაყარე "ჯოკიებს" ცერცვი, არ ურჩევნიათ ბნელი ღამე?- ვიდრე ამდენი თავის ტკივილი?!!".
მასალის გამოყენების პირობები






