პანკისის ხეობიდან სირიაში ეთნიკურად ქისტი ახალგაზრდების გაგზავნა განახლდა. სოფელ დუისში მცხოვრებ 18 წლის ბესლან მარგოშვილს ოჯახის წევრები 2015 წლის 12 იანვრიდან ეძებდნენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ბესლან მარგოშვილი სირიაში იმყოფება და ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ [ISIS] მებრძოლების შემადგენლობაშია.
„12 იანვარს გავიდა სახლიდან და მას შემდეგ არ მინახავს. შუადღის ორი საათი იყო სახლში რომ მოვედი, გოგოს ვკითხე, ბესლანი სად არის მეთქი და გავიდაო, ომალოში მივდივარო ასე უთქვამს. იმის შემდეგ არ დაბრუნებულა. ქალაქში ერთხელაც არ არის ეგ ბიჭი ნამყოფი. არცერთი საბუთი არ ჰქონდა, პირადობის მოწმობაც სახლში გვაქვს. ფული არ ჰქონდა, ისეა გასული. მეორე დღეს დამირეკა, დედა, მე თურქეთში ვარო“, – უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ბესლან მარგოშვილის დედამ, მანია ფარეულიძემ.
ვრცლად იხილეთ: „კახეთის საინფორმაციო ცენტრზე“
მასალის გამოყენების პირობები






