მოსახლეობისთვის გაზის ტარიფის გაზრდა არ იგეგმება. ამის შესახებ „ნიუპოსტთან“ საუბარში კომპანია „ყაზტრანსგაზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეკა სარიამ განაცხადა.
რაც შეეხება, იურიდიულ პირებს, ამ თემაზე მოლაპარაკებები ისევ გრძელდება.
„სამომხმარებლო ტარიფის გაძვირება დღის წესრიგში არ დგას. რაც შეეხება იურიდიულ პირებს, როგორც იცით, პირველი მარტიდან გაძვირების შესახებ განცხადება უკვე გავაკეთეთ. შემდეგ დაიწყო სამთავრობო მოლაპარაკებები რეზერვების ძიებაზე. საბოლოო პასუხი, გაუძვირდებათ თუ არა იურიდიულ პირებს გაზის ტარიფი, ჯერ არ გვაქვს, რადგან მოლაპარაკებები ისევ მიმდინარეობს. თუმცა მოსახლეობას რომ ტარიფი არ გაუძვირდებათ, ეს ზუსტად ვიცი“, - განაცხადა ეკა სარიამ.
ლარის კურსის გაუფასურების გამო რამდენიმე ექსპერტი გაზის ტარიფის გაძვირებას პროგნოზირებდა.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






