ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა, მათ შორის ჟურნალისტებმა და სოციალური ქსელების აქტიურმა მომხმარებლებმა, სრულიად საიდუმლო დამღით აღნიშნული წერილები მიიღეს.
14 თებერვალს, სიყვარულის დღეს მიღებულ საიდუმლო ბარათს ზოგი გულის ფანცქალით ხსნიდა, ზოგიც ცოტა შეშფოთებული ათვალიერებდა უცნაურ გზავნილს. წერილი კი ისეთივე მოულოდნელი და უცნაური იყო, როგორც თავად ამოუცნობი 34-ია. წერილში მაგალითი იყო მოცემული, რომელიც უნდა ამოგეხსნა, პასუხი კი მითითებულ ელექტრონულ მისამართზე გაგეგზავნა. სხვადასხვა მაგალითის მიუხედავად, ასობით ადრესატმა ერთი პასუხი მიიღო _ 34 და როგორც წერილში ეწერა, ყველა შემდეგი ინსტრუქციისა და შესაბამისად, შემდეგი წერილის მოლოდინში გაირინდა. ამასობაში კი იდუმალი 34 ქუჩაში ბილბორდებზე, ტელევიზიით და მომდევნო წერილთან ერთად ე.წ. ბრელოკებზე გამოჩნდა. M
მიუხედავად იმისა, რომ 34 სულ უფრო აქტიურად იკავებს სივრცეს ჩვენ გარშემო, რეალურად არავინ იცის რას უკავშირდება მისი გამოჩენა. ხოლო მანამ, სანამ გამჟღავნდება ვინ დგას ამ მრავლისმეტყველი რიცხვის უკან, საზოგადოებას მხოლოდ ის დარჩენია, ფანტაზიას მოუხმოს და ვერსიები 34-ის რაობის ან იქნებ ვინაობის შესახებ ვებგვერდზე www.34.ge ჩაწეროს, სადაც ყველაფერი ისევ 34-ზე მრავლდება.
მასალის გამოყენების პირობები






