"ოსკარის" 2015-ის გამარჯვებულები ცნობილია. ლოს-ანჯელესში, დოლბის თეატრში საუკეთესო ფილმებისა და კინოხელოვანების რიგით 87-ე დაჯილდოება გაიმართა.
87-ე ცერემონიალის მასპინძელი, ნილ პატრიკ ჰარისი იყო. ამერიკის უმაღლესმა კინოაკადემიამ წლის რჩეულები გამოავლინა.
საუკეთესო ფილმის ტიტული „ბერდმენმა“ მოიპოვა
საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში „ ბერდმენის“ რეჟისორმა ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუმ გაიმარჯვა
საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში ოსკარი ედი რედმეინს ერგო „ყველაფრის თეორია“
საუკეთესო მსახიობი ქალი - ჯულიანა მური „კვლავ ელისი“ გახდა
მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლისთვის - ჯეი ქეი საიმონსი „შეპყრობილი“ დაჯილდოვდა
ქალი მეორეხარისხოვანი როლისთვის კი ოსკარი - პატრისია არკეტმა „ახალგაზრდობა“ აიღო
ოპერატორის საუკეთესო ნამუშევრისთვის - ემანუელ ლუბეცკი „ბერდმენი“ დაჯილდოვდა
კოსტიუმების საუკეთესო დიზაინისთვის ოსკარი - მილენა კანონეროს ერგო „სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი“
საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში წარმატება - „მეოთხე მოქალაქე.“- ს ერგო წილად.
საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში ოსკაროსანი - პაველ პავლიკოვსკის "იდა" გახდა
ოსკარი საუკეთესო გრიმისთვის და ვარცხნილობისთვის - სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი.
ოსკარი საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის - „იმიტაციის თამაშს.“ ხოლო საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის -„ ბერდმენს“. ერგო წილად.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები