შეძახილებითა და წარმატების სურვილით გააცილეს ლიმუზინში ჩამსხდარი მსახიობები.
ოსკარების“ გადაცემის ცერემონიაზე „მანდარინების“ შემოქმედებითი ჯგუფის წევრები ლიმუზინმა წაიყვანა.
ინფორაციას და ვიდეოს ამის შესახებ ეროვნული კინოცენტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინია ახვლედიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია თბილისის დროით 04:00 საათზე გაიმართება.
ლოს-ანჟელესში ,,ოსკარზე“ წარდგენილ უცხოენოვან ფილმებსშორისაა: ზაზა ურუშაძის ფილმი ,,მანდარინები“, რომელიც ესტონეთ-საქართველოს ერთობლივი ნამუშევარია, რუსული ფილმი "ლევიათანი", პოლონური "იდა", მავრიტანიული "ტიმბუქტუ" და არგენტინული "ველური ისტორიები".
ხვალ გამთენიისას გახდება ცნობილი, მოიპოვებს თუ არა ამერიკის კინოაკადემიის უმაღლეს ჯილდოს ,,ოსკარს“ ზაზა ურუშაძის ფილმი ,,მანდარინები“.
"ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიას პირდაპირ ეთერში ტელეკომპანია "რუსთავი 2" გადასცემს.
მასალის გამოყენების პირობები