როგორც გიორგი კვირკაშვილმა ,,იმედის კვირაში“ აღნიშნა, მთავრობა გეგმავს პრივატიზაციის პროცესის გაგრძელებს, რაც ეკონომიკური პროცესის შემობრუნებას შეუწყობს ხელს.
,,არ უნდა ვიყოთ პესიმისტურად განწყობილი, პირველ რიგში პრივატიზაციის გააქტიურება, საუაბრია ობიექტების ჩამონათვალზე, რომლის პრივატიზაციაც მოხდება უახლოეს დღეებში, არის მნიშნელოვანი ობიექტები, მაგალითად რამდენიმე თბოელექტროასადგური გარდაბანში... საუბარია 250-300 მილიონ დოლარის პრივატიზაციაზე“ - განაცხადა კვირკაშვილმა.
მინისტრის თქმთ, ადგილი ჰქონდა იანვრის თვეში ექსპორტის 30%-ით შემცირებას. კვრიკაშვილმა ეკონომიკური ვარდნის რამდენიმე კონკრეტული მიზეზი დაასახელა.
,,გაზის მოწოდება იყო შეფერხებული იანვარიში და აზოტის ქარხანა იყო 10 დღით ჩეშერებული, ფეროშემადნობზე მსოფლიო ფასების ვარნდა, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტის კლება უკრაინსა და რუსეთში, 50-70%-მდე იყო მინერალურის და ღინის კლება. ამას გარდა იყო ფულადი გზავნილების კლება დაახლოები 98მილიონი დოლარი, ამას გარდა იყო ტურიზმიდან შემოსავლის კლება, ეს უფრო მცირე ოდენობით და ყველა ამ მიმართულებით, პრივატიზაცია და სახელმწიფო ობიექტები, რომლის გატანასაც ვგეგმავთ, ასევე ტურიზმის კამპანიაა დაგგემილი და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება - ეს ყველაფერი დაგეგმილია იმისთვის, რომ მოხდეს სიტუაციის დასტაბილურება“ - განაცხადა კვირკაშვილმა.
მინისტრის თქმით, მოხდება სავალუტო ფონდთან დეფიციტის შეთანხმება და სხვა ფინანსური ინსტიტუტებიდან დამატებითი რესურსის აღება.
,,ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩემი სიტყვები არასწორად იქნა ინტერპრეტირებული, რომ ჩვენ სავალუტო ფონდიდან ავიღებთ ფულს. ჩვემ სავალუტო ფონდს დაბეაპარაკებით, რადგან გვაქვს ჩვენ ამის ვალდებულება, რომ დეფიციტი დონე შევუთანხმოთ, რომ სხვა ფინანსუტი ინსტიტუტებიდან ავიღოთ უცხოურ ვალუტაში დამატებითი რესურსი და დავხარჯოთ დამატებით ინფრასტრუქტურულ პროექტზე, ეს არის ის, რაც აუცილებლად დაგვისტაბილურებს ეროვნულ ვალუტას“ - აგანცხადა კვირკაშვილმა.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ფრაზას რომ ლარი კარგ მდგომარებაშია, მინისტრმა აღნიშნა, რომ ის არ არის ვალდებული ამ საკითხზე კომენტარი გააკეთოს. კვირიკაშვილის განმარტებით, მთავრობის ვალდებულებაა მაქსიმლურად შეეცადოს მდგომარეობის გამოსწორებას.
,,მე არ ვარ ვალდებული ამაზე კომეენტარი გავაკეთო, ჩვენი მოლოდინები იყო ადექვატური, არავინ არ ელოდა რომ ასე გამძაფრდებოდა ქვეყნის გარშემო სიტუაცია, მე პირადად ვიღებ პასუხისმგებლობას იმ სუბიექტური დონით, რაც ჩემზეა დამოკიდებული, არის მოველნები რომელცი ვჩენს გარეშე ვითარდება და არავინ არ ელოდა, რომ მინსკის შეთამხნების მერე დაირღვევოდა ეს შეთანხმება, თუმცა ეს დეჟავუსავით გვახსენდება როგორ იყო პასტუხოვის შეთანხმება...“- განაცხადა მინისტრმა.
გიორგი კვირკაშვილია აცხადებს, რომ მთავრობა 2-3 თვეში ელოდება სიტუაციის დასტაბილურებას.
,,არ ვარ იმ წარმოდგენის, რომ ქვეყანაში ყველაფერი ვარდისფრად არის, ეს არის ტიპიური საგარეო ეკონომიკური შოკი, და ჩვენ ერთიანი ნაბიჯებით ვალდებული ვართ ქვეყანა გამოვიყვანოთ, ყველა ნაბიჯი გათვლილი გვაქვს და ის შედეგის მომტანია, 2-3 თვეა კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ჩვენ არცერთი წუთი არ უნდა დავკარგოთ, რომ მივიღოთ შედეგი, მაგრამ საგარეო ეკონომიკური ეფექტი ფაქტიურად მომხდარია და ჩვენ არ უნდა ველოდოთ განსაკუთრებულად დიდ ცვლილებებს, ჩვენი მოლოდინები 5 წლის წინ არ იყო ასეთი და არავინ არ ელოდა მსოფლიოში ამას, ჩვენ დღეს ვუყურებთ მეორე მსოფლიო ომის დოირნდელ კადრებს თითქმის ტელევიზიით, ჩვენ ვმუშაობთ რომ 2-3 თვის თავზე იყო ხელშესახები შედეგი“ - განაცხადა კვირკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






