იწყება თბილისის ჩემპიონატი "სტუდენტურ დებატებში - 2015"
საზოგადოება - 17:54, 22 Feb, 2015     949

ქ. თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით იწყება მასშტაბური საგანმანათლებლო მედია პროექტი - "თბილისის ჩემპიონატი სტუდენტურ დებატებში 2015"/

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებას, სტუდენტების კარიერული წინსვლასა და პროფესიული განვითარებას, მათთვის საჯარო გამოსვლების და დებატების უნარების განვითარებას, სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერას.

ჩემპიონატში მონაწილეობენ: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, კავკასიის უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სასწავლო ეროვნული უნივერსიტეტი სეუ, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი და ახალი უმაღლესი სასწავლებელი.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ უნივერსიტეტის სახელით დარეგისტრირებულ სტუდენტურ გუნდებს 6 წევრის შემადგენლობით.

კონკურსის გზით შეირჩევა თითო გუნდი ყველა მონაწილე უნივერსიტეტიდან, რომელიც იდებატებს სატელევიზიო ფორმატში.

უნივერსიტეტებიდან შერჩეულ გუნდებს ჩაუტარდებათ ტრეინინგები საჯარო გამოსვლებში და დებატების ხელოვნებაში.

გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება ევროკავშირის წევრ ქვეყანაში სასწავლო გაცნობითი ვიზიტით.

სტუდენტური გუნდების რეგისტრაცია იწარმოებს 2015 წლის 25 თებერვლამდე „ახალგაზრდული პრესკლუბის“ ოფიციალურ ვებგვერდზე: www.ypc.ge.

ჩემპიონატის ორგანიზატორები: “ახალგაზრდული ინიციატივებისა და სამოქალაქო განვითარების აკადემიური ცენტრი” YICDAC, „თბილისის ახალგაზრდობის ცენტრი“ საკონტაქტო ინფორმაცია: ელ.ფოსტა: youth.initiatives2014@gmail.com; მისამართი: ქ.თბილისი ყიფშიძის ქუჩა #7; ტელ: 0322257919 www.ypc.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42