,,წარსული საჭიროა, მაგრამ მომავლის არდანახვა საშიშია“ - ილია მეორე
საზოგადოება - 15:27, 22 Feb, 2015     2383
ხვალიდან დიდმარხვა იწყება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დიდი მარხვის მნიშვნელობაზე იქადაგა და აღნიშნა, რომ მარხვა არის ადამიანის სულიერი განწმენდა და ცოდვათაგან სულიერი გათავისუფლება. უწმინდესის თქმით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სულიერად ავმაღლდეთ.

"ხვალიდან იწყება დიდი მარხვა, მარხვა სინანულისა და აღდგომა სიხარულისა. ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენი ერი ამ მარხვის დროს განიწმინდოს" - განაცხადა ილია მეორემ.

უწმინდესმა საკვარიაო ქადაგებისას ადამიანის სულიერად დაცემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანი სულიერად დაცემული და გაუბედურებულია.

,,წარსულში კაცობრიობა ასე დაცემული არ ყოფილა. ადამიანი ფიქრობს დღეს მხოლოდ მატერიალურზე და ვერ ხედავს, რომ ადამიანი სულიერად დაცემული და გაუბედურებულია. წარსულში ასეთი დრო, რომ ასე დაცემული ყოფილიყო კაცობრიობა, არ ყოფილა. ღმერთმა შეგინდოთ, ღმერთმა გაპატიოთ ცოდვები და ღმერთმა მოგცეთ მადლი სულიწმინდისა.

ადამიანი თვითონ დგება მაცხოვრის მარჯვენა ან მარცხენა მხარეს. ბოროტი, ურწმუნო ადამიანი, სასუფეველში ვერ გაძლებს, ეს იქნება მისთვის ტანჯვა, რადგან ის ბოროტებით არის შეპყრობილი. ყველა ადამიანმა უნდა იფიქროს თავის ცოდვებზე, ჩვენ ვცდილობთ დავინახოთ სხვების ცოდვები და არა საკუთარი. ეს ამდაბლებს ადამიანს და ამძიმებს", - განაცხადა პატრიარქმა.

ილია მეორემ მომავლის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარსული ცხოვრება საჭიროა, მაგრამ აწმყოსა და მომავლის არდანახვა საშიშია. "ადამიანმა სწორად უნდა შეაფასოს ის ვითარება, რომელიც ჩვენს წინაშეა. ძალიან ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენი წარსულით, წარსული საჭიროა, მაგრამ დღევანდელი დღის და მომავლის არდანახვა საშიშია. წარსულის მაგალითმა მომავალში უნდა გვიჩვენოს, რა გავაკეთოთ და რა არ გავაკეთოთ. რა არის თეთრი და რა არის კარგი", - აღნიშნა ილია მეორემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42