,,ელბაქიძის დაღმართზე“ ქვაფენილს ასფალტი შეცვლის - როდის გაიხსნება ჯავახიშვილის ქუჩა (ფოტო)
საზოგადოება - 14:50, 22 Feb, 2015     7902

მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის სავალ ნაწილსა და ტროტუარზე ქვაფენილის ნაცვლად მოდიფიცირებული ასფალტი დაიგება, რატომ იცვლება საფარი და როდის გაიხსნება ჯავახიშვილის ქუჩა (ელბაქიძის დაღმართი) - ამასთან დაკავშრებით ,,ნიუპოსტი“ მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა.

,,თუ იქნება სამუშოებისათვის ხელსაყრელი ამინდები, დაახლოებით, 10 დღეში ჯავახიშვილის ქუჩა გაიხსნება“ - აცხადებენ მერიაში.

რას შეეხება ,,ნიუოსტის“ კითხვას, თუ რატომ გახდა საჭირო ქვაფენილის შეცვლა მოდიფისირებული ასფალტით, მერიაში აცხადებენ, რომ არსებობს რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის უსაფრთხოება ისეთი ტიპის ქუჩისთვის, როგორიცაა მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩა.

,,მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე იგება მოდიფიცირებული ასფალტის საფარი, რაც რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. ქვაფენილი საკმაოდ ამორტიზირებული იყო. ზედაპირზე ჰქონდა ჯდენები (ჯდენა- დეფორმაცია, ზედაპირის დაწევა) და ა. შ. მოდიფიცირებულ ასფალტის საფარს, შემადგენლობიდან გამომდინარე, უფრო მეტი მოჭიდება აქვს, ვიდრე ქვაფენილს. ქვაფენილს, წვიმისა და თოვლის შემთხვევაში, უფრო ნაკლები მოჭიდება აქვს, ვიდრე მოდიფიცირებულ ასფალტს. შესაბამისად, ასეთი ტიპის საფარი არის უსაფრთხო ისეთი ქუჩის შემთხვევაშიც კი, როგორიც მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაა. გარდა ამისა, მოდიფიცირებული ასფალტის საფარი ზრდის ამ ქუჩის გამტარუნარიანობას და ხმაურიც ნაკლები იქნება. მოდიფიცირებული ასფალტის დაგებით გვინდა, საქართველოში დავნერგოთ მსოფლიოში უკვე აპრობირებული ტექნოლოგია. მოდიფიცირებული ასფალტი, შემადგენლობიდან გამომდინარე, არის უფრო მდგრადი, მას აქვს უკეთესი დრეკადობის მოდული და ა.შ. ვიდრე, ჩვეულებრივ ასფალტს. შესაბამისად, ასეთი საფარი გათვლილია უფრო მეტ დატვირთვაზე და აქვს ექსპულატაციის მეტი ვადა“ - აცხადებს მერიის პრესსამსახური.

მათივე ცნობით, მთლიანად შეიცვლება კომუნიკაციები, იქნება ახალი და მინიმუმ 50 წლის განმავლობაში ქუჩაზე არანაირი სამუშაოების ჩატარება აღარ იქნება საჭირო.

როგორ გამოიყურებოდა ელბაქიძის დაღმართი, დღევანდელი მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია გასული სუკუნის დასაწყსიში





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42