ლატვიის ქალაქ იურმალაში წლების მანძილზე არაერთი ცნობილი შოუ ეწყობოდა, რომლის ორგანიზატორებიც ძირითადად რუსი შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები იყვნენ. ესენია მუსიკალური ფესტივალი „ახალი ტალღა“, КВН, „კომედი კლუბი“ და სხვა.
უკანასკნელ თვეებში აქტიურად საუბრობდნენ იმ ფაქტზე, რომ ფესტივალი „ახალი ტალღის“ გამართვა ყირიმში იგეგმებოდა, ხოლო თებერვლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ მას ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფესტივალი ტოვებს.
ამ ფაქტს თავად იურმალაში და მთლიანად ლატვიაში არაერთგვაროვნად შეხვდნენ. ნაწილი თვლის, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამო, ეს ფესტივალები ლატვიაში ისედაც არ უნდა იმართებოდეს, რადგან რუსეთი კულტურასაც პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად იყენებს.
საზოგადოების მეორე ნაწილი თვლის, რომ ფესტივალების გაუქმება უარყოფითად იმოქმედებს როგორც ქალაქ იურმალის, ასევე მისი მოსახლეობის ეკონომიკურ განვითარებაზე.
მასალის გამოყენების პირობები