,,შეყვარებული არ მყავს, რადგან 25 წლის ასაკში ბევრად უფრო საინტერესო რაღაცებით ვარ დაკავებული. შეყვარებული, როგორც ასეთი, ძალიან მეზარება და მარტო თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.
არაჩვეულებრივი ხუთი წელი გავატარეთ ერთად“ - ამბობს თინა მახარაძე
კითხვაზე, ურთიერთობის შეწყვეტის მიზეზი, ხომ არ იყო თამამი ინტერვიუები, მსახიობი ამბობს, რომ ,,ამ თემაზე ბოლო პერიოდში აღარ გვისაუბრია, რადგან გასარჩევად ძალიან მდარე საკითხია, გიორგისთვის ეს ყველაფერი ძალიან პრიმიტიული თემა იყო. უბრალოდ, ცხოვრებაში ორივეს მეტი თავგადასავალი მოგვინდა“,
როგორ ადამიანი სურს თინა მახარაძეს ცხოვებაში მის გვერდით, მსახიობი ჯერ-ჯერობით მარტო ცხოვრებას არჩევს.
,,ალბათ, მოვკვდები ბევრ კატასთან ერთად. არ ვიცი, ვხუმრობ. არავისთან ერთად ცხოვრება არ მინდა - იქნება ეს დედა, ძმა თუ ბოიფრენდი. ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს მარტო ცხოვრების პირობებში (იღიმის)“ - აცხადებს თინა მახარაძე.
წყარო: ჟურნალის ,,რეიტინგი“
მასალის გამოყენების პირობები






