ნარმანიამ კონკურსის „რა ძეგლს ვისურვებდი ჩემს ქალაქში“ გამარჯვებულები დააჯილდოვა
საზოგადოება - 15:10, 21 Feb, 2015     1837

კონკურსის - „რა ძეგლს ვისურვებდი ჩემს ქალაქში“ გამარჯვებულები გამოვლენილია. საუკეთესო ნამუშევრების ავტორები გოჩა ელიზბარაშვილი, ელენე ბახტაძე და ვაჟა ებრალიძე გახდნენ. მათ მიერ შესრულებული ქანდაკებები დედაქალაქის სკვერებში დაიდგმება, რასაც თბილისის მერია უზრუნველყოფს.

საბავშვო კონკურსში გამარჯვებული თბილისის საჯარო სკოლების დაწყებითი კლასის 13 მოსწავლის 17 ნამუშევარი, დღეს საკრებულოს შენობის ფოიეში გამოიფინა. იქვე გაიმართა გამარჯვებულთა დაჯილდოება. სპეციალური დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები მათ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, „ტფილისის ჰამქარისა“ დასკოლა-სახელოსნო „ტემპერას“ წარმომადგენლებმა გადასცეს.

„დღეს ჩვენ ვაჯილდოვებთ ბავშვებს, რომლებმაც თავისი ასაკის მიუხედავად, უკვე შეიტანეს წვლილი დედაქალაქის გალამაზებაში. ამ კონკურსის მთავარი მიზანი სწორედ ეს იყო - ბავშვობიდან შევაყვაროთ ჩვენს შვილებს ჩვენი ქალაქი, ვასწავლოთ მასზე ზრუნვა. მინდა მადლობა ვუთხრა ამ შესანიშნავი იდეისა და წამოწყების ავტორებს - „ტფილისის ჰამქარსა“ და სკოლა-სახელოსნო „ტემპერას“, ჟიურის წევრებს, საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილს, კონკურსში მონაწილე ყველა ბავშვსა და მათ მშობლებს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითოეული ჩვენგანის ჩართულობით ეს კონკურსი შედგა“ - განაცხადა თბილისის მერმა. მან გამარჯვება მიულოცა კონკურსანტებს და შემოქმედებითი წარმატებები უსურვა.

დავით ნარმანიას თქმით, საუკეთესო ნამუშევრების დედაქალაქის სკვერებში დადგმას თბილისის მერია უზრუნველყოფს.

კონკურსი 2014 წლის ბოლოს ჩატარდა და მასში მონაწილეობის მიღება I-IV კლასის მოსწავლეებს შეეძლოთ. კონკურსის პირობების თანახმად, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს პლასტელინში შესრულებული ნამუშევარი უნდა შეექმნათ და მისი ფოტო მერიის ოფიციალურ facebook-გვერდზე აეტვირთათ.

გამარჯვებულები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა, რომლის წევრებიც იყვნენ: ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია, მოქანდაკე ირაკლი ჟვანია, ურბანისტი ლადო ვადოსანიძე, მხატვარი მამუკა ცეცხლაძე, მსახიობი ნატა მურვანიძე, თბილისის მერი დავით ნარმანია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიგებაშვილი.

კონკურსში გამოვლენილი საუკეთესო ნამუშევრების თიხაში შესრულება ხელოვნების სახელოსნო „ტემპერამ“ უზრუნველყო.

დაჯილდოებას თბილისის მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები და გამარჯვებულთა ახლობლები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42